გივი მიქანაძე: ჩვენ უზრუნველყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უზრუნველყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმაზე საუბრისას.
რეფორმის თანახმად, ქვეყანა 11-წლიან სწავლაზე 2027–2028 სასწავლო წლიდან გადავა, თუმცა ნებაყოფლობითი იქნება მე-12 კლასი. 11 კლასის დასასრულს, მარტში ყველა სწავლის გაგრძელების მსურველს ექნება შესაძლებლობა სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდეს.
„არავის, არასდროს არ უთქვამს რომ მეთორმეტე კლასი არ იქნება, ყოველთვის ვამბობდით რომ ეს არის განხილვის საგანი. ამავდროულად ვამბობთ, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას. შევარჩევთ კონკრეტულ სკოლებს, იქ გავხსნით მეთორმეტე კლასებს და უზრუნველვყოფთ, რომ მათ მეთორმეტე კლასშიც მიიღონ განათლება და ჰქონდეთ არა მხოლოდ თერთმეტი კლასის დამადასტურებელი ატესტატი, არამედ თორმეტი კლასის დამადასტურებელი ატესტატიც”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
რეფორმის მიხედვით, მე-11 კლასი პროფილური ანუ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი წელი იქნება. მოსწავლე მხოლოდ იმ საგნებს ისწავლის, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდება.
„სკოლა არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც სრულ ზოგად განათლებას უნდა აძლევდეს და არ უნდა ჰქონდეს საჭიროება იმისა, რომ კერძოდ მოემზადოს, იმისთვის რომ დაძლიონ ეროვნული გამოცდების ეტაპი. შემოგვაქვს მეთერთმეტე კლასში ე.წ რეპეტიტორიუმი, რაც გულისხმობს შემდეგს: მოსწავლე თავისი გადაწყვეტილებით აირჩევს კონკრეტულად იმ საგნებს, რომლის ჩაბარებასაც აპირებს ეროვნული გამოცდების პროცესში. მთელი წლის განმავლობაში იმ რამდენიმე საგანზე გაძლიერებული და სიღრმისეული სწავლება მოხდება, დიდ ფინანსურ წნეხს მოუხსნის აბიტურიენტთა ოჯახებს და ამავდროულად ჩვენ მოსწავლეებს დავაბრუნებთ სკოლაში”, - განმარტავს მინისტრი.
გივი მიქანაძის განცხადებით, რეფორმის დეტალურად გასაცნობად დეკემბერ-იანვარში მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება.
„განვიხილავთ, შევჯერდებით პოზიციებზე და ამის შემდეგ დოკუმენტს წარვადგენთ მთავრობაზე, მთავრობის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში დავიწყებთ აღსრულებას”, - აღნიშნავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
1765127025
საზოგადოებაგივი მიქანაძე: სასკოლო ფორმით ჩვენ ბავშვებს კულტურას, წესრიგს ვაჩვევთ, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის
ფორმის არსებობა პირველ რიგში არის ასოცირება სკოლასთან, მეორე - თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და ამავდროულად ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერ...
1765123695
მსოფლიომედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...
1765121147
საზოგადოებამეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ
უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...
1765117473
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია
საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...
1765116966
ახალი ამბებივითარება გზებზე - სად არის მოძრაობა აკრძალული
გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგი...


























