გივი მიქანაძე: მეთერთმეტე კლასის ცვლილება მნიშვნელოვანია ხარისხის გაუმჯობესებისთვის და ოჯახებისთვის, რომელთაც სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება უდიდეს ფინანსურ წნეხად აწევთ
მეთერთმეტე კლასი ფორმაციით აბსოლუტურად შეიცვლება, ჩვენ შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმის კომპონენტი. ეს არის პროფილური სწავლება, მაგრამ მხოლოდ პროფილურსაც ვერ დავარქმევთ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს იქნება გაძლიერებული სწავლება დისციპლინებში, რომელთაც მოსწავლე აარჩევს, რათა სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის.
„ფაქტობრივად, ეს იქნება გაძლიერებული სწავლება მხოლოდ იმ დისციპლინებში, რომელთაც მოსწავლე აარჩევს, რათა ის სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის.
რა თქმა უნდა, ამ პროგრამაში ინტეგრირებული იქნება ეროვნული გამოცდების წინა წლების მასალებიც, ტესტები იქნება ეს თუ სხვა კომპონენტები, რათა ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული იყოს ის გარემო, როდესაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებლად მივლენ.
ეს მნიშვნელოვანია ხარისხის გაუმჯობესებისთვის, იმისთვის, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ დამამთავრებელ კლასში სკოლაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, რომელთაც სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება უდიდეს ფინანსურ წნეხად აწევთ ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ პროცესში“, - აღნიშნა მიქანაძემ.
1764686946
ახალი ამბებიპროკურატურამ თაღლითობის მცდელობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
„საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა“, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების...
1764686434
საზოგადოებაგივი მიქანაძე: შევიმუშავებთ სრულიად ახალ სახელმძღვანელოებს, რომელთა დანერგვა და პილოტირება ეტაპობრივად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ 2-3 წლის პერიოდში ყველა სკოლაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება
„შევიმუშავებთ სრულიად ახალ სახელმძღვანელოებს, რომელთა დანერგვა და პილოტირება ეტაპობრივად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ 2-3 წლის პერიოდში ყველა სკოლაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება“, - განაცხადა გა...
1764685217
საზოგადოებამაია ბითაძე BBC-ი სტატიაზე: საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა
გუშინდელი დღიდან კიდევ ერთხელ მოწმე ვართ იმისა, თუ რამხელა მასშტაბის და რამხელა აბსურდული კამპანია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თა...
1764685172
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ბრიუსელსა და ბრიუგეში ჩატარებულ ჩხრეკებზე: აქ გასაკვირი არაფერია, ეს არ არის პირველი სკანდალი ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს კორუფცია ჩვეული მოვლენაა
აქ გასაკვირი არაფერია, ეს არ არის პირველი სკანდალი ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ქარ...
1764684361
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: სტატიის გამოქვეყნებისთანავე ნათელი იყო, რომ BBC-ს და კერძოდ ამ ჟურნალისტს ჰქონდა ანგაჟირებული მიდგომა - მათ არ გაითვალისწინეს არც ერთ კითხვაზე პასუხი, რომელიც მიიღეს ჩვენი მხრიდან
„სტატიის გამოქვეყნებისთანავე ნათელი იყო, რომ BBC-ს და კერძოდ ამ ჟურნალისტს ჰქონდა ანგაჟირებული მიდგომა“ , - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. იგი ა...



























