გივი მიქანაძე: შევიმუშავებთ სრულიად ახალ სახელმძღვანელოებს, რომელთა დანერგვა და პილოტირება ეტაპობრივად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ 2-3 წლის პერიოდში ყველა სკოლაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

„შევიმუშავებთ სრულიად ახალ სახელმძღვანელოებს, რომელთა დანერგვა და პილოტირება ეტაპობრივად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ 2-3 წლის პერიოდში ყველა სკოლაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, რა ვადები დასჭირდება ყველა სკოლაში ერთი სახელმძღვანელოს სისტემაზე გადასვლას და რას უპასუხებს კრიტიკას, რომ ეს წიგნები განათლების სამინისტროს მიერ იქნება დაწერილი, რაც საბჭოურ პრაქტიკას ახსენებთ.

„ეს [ერთი სახელმძღვანელოს სისტემა] არანაირად არაა საბჭოური პრაქტიკა. ეს არის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან სრული პასუხისმგებლობის აღება იმ პროცესზე, რაც სასწავლო მასალასთან არის დაკავშირებული. ოცწლიანი პერიოდი გავიარეთ, როდესაც შემოღებული იყო თავისუფალი ბაზრის პრინციპით ავტორთა ჯგუფების მიერ იმის შესაძლებლობა, რომ მათ შეემუშავებინათ სახელმძღვანელოები, ამ სახელმძღვანელოებს გაევლო გრიფირების პროცესი და შემდგომში მომხდარიყო მათი დანერგვა სასწავლო პროცესში.

ისიც ვნახეთ, რომ ერთსა და იმავე საგანში ერთი და იგივე დონეზე სხვადასხვა სახელმძღვანელოთი ხდება სწავლება. ეს ხშირ შემთხვევაში მეთოდოლოგიურად, შინაარსობრივად, თვისობრივადაც განსხვავებულია, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოქმედებს ხარისხზე და არსებული პროგრამა სრულფასოვნად ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც ეროვნულ გამოცდებზეა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2-3 წლის განმავლობაში შემუშავდება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც პირველ რიგში დაეფუძნება ზოგადი ეროვნული გეგმის მიზნებს.

შევიმუშავებთ სრულიად ახალ სახელმძღვანელოებს, რომელთა დანერგვა და პილოტირება ეტაპობრივად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ 2-3 წლის პერიოდში ყველა სკოლაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება და ერთსა და იმავე დონეზე ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო იმოქმედებს, რომ ერთიანი მიდგომა და ხარისხი იყოს“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764680871

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7020 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1764680289

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BCC-ს და ეს საჩივარი, იმედი გვაქვს რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BCC-ს და ეს საჩივარი, იმედი გვაქვს რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში“, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მ...

ნინო წილოსანი

1764679177

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევ...

შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1764678726

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფი-ს“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შე...

არადეკლარირებული ოქრო

1764676133

ახალი ამბები

ძალადობრივი აქციის მონაწილე გიორგი რომელაშვილი: იმდენად მძიმე შხამი გამოიყენეს, რომ ქვებიც კი კოროზირდა, ფოთლებმა ფერი იცვალეს

აქციის მონაწილე გიორგი რომელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ აცხადებს, რომ „დარბევის დღიდან ფოთლებიც კი სხვა შეფერილობის იყო“. „დარბევის მეორე დღესაც ჩვენ ვხედავდით, რომ ფოთლებ...

გიორგი რომელაშვილი