გოჩა ტყეშელაშვილი: გიორგი გახარია ადამიანობაში ჩემთანაც მაგრად „ჩაიჭრა“, 2025 წლის მაისში საპარლამენტო სიიდან, სხვა 7 ადამიანთან ერთად ისე ჩამხსნა, რომ არც უთქვამს - გამომიყენა და გადამაგდო, აი, ასეთი „მადლიერება“ იცის თურმე, გახარიამ

„გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, თქვენ შეაფასეთ... ადამიანობაში რომ ჩემთანაც მაგრად „ჩაიჭრა“ მე მხოლოდ, ამის შესახებ მოგიყვებით და თანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა გაითვალისწინონ“, - ამის შესახებ ტელეწამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ ისარგებლა 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს ტელეწამყვანის მხარდაჭერით და პარტიის მიერ მოპოვებული 8% ხმებიდან 2.5% მისი დამსახურებით მიიღეს.

ტყეშელაშვილი აღნიშნავს, რომ გახარიამ ის სხვა 7 ადამიანთან ერთად, ისე ჩახსნა საპარლამენტო სიიდან, რომ მისთვის არაფერი შეუტყობინებია. მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ის „გამოიყენა და გადააგდო”.

„გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, თქვენ შეაფასეთ... ადამიანობაში რომ ჩემთანაც მაგრად „ჩაიჭრა“ მე მხოლოდ, ამის შესახებ მოგიყვებით და თანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა გაითვალისწინონ... საქართველოს მოსახლეობისთვის, ერსა და ბერში ცნობილია, რომ მე, გოჩა ტყეშელაშვილს ძალიან მიყვარს საქართველოს მომავალი თაობა და ახალგაზრდობა, ოჯახები და ეროვნული ტრადიციები... ამიტომაც, დაუღალავად ვქმნი ისეთ მაღალტექნოლოგიურ გლობალურ და ექსკლუზიურ პროექტებს, რომლებიც მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას ემსახურება. მაგ: „ეტალონი“, izrune.ge, EGMU.GE და ა.შ. ამასთან, მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტებს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერაც აუცილებლად სჭირდება... და ისარგებლა რა, ჩემი გულწრფელობით და კიდევ სხვა ფაქტორებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გახარიას (მის მაშინდელ გუნდს) იმდენად აქტიურად, აბსოლუტურად უანგაროდ და გულითადად დავუჭირე მხარი, რომ არჩევნების შემდგომ არაერთხელ აღიარეს, მათი მოპოვებული ხმებიდან (8%) დაახლოებით, 2,5% ჩემი აქტიურობის და ცნობადობის დამსახურება იყო...

ჰოდა, გავიდა 8 თვე და თურმე, 2025 წლის მაისში საპარლამენტო სიიდან, სხვა 7 ადამიანთან ერთად, ისე ჩამხსნა, რომ არც უთქვამს და მხოლოდ პოსტფაქტუმ შევიტყვე... აქ მთავარი ის არის, რომ არც პარლამენტში შესვლა მიწევდა, არც პარტიის წევრი ვიყავი და საერთოდ, პოლიტიკა ან/და თანამდებობა არც არასდროს მაინტერესებდა, ჩემი ინტერესი მხოლოდ აღზრდა-განათლების მაღალტექნოლოგიური მასშტაბური და ექსკლუზიური პროექტების განხორციელება იყო, არის და იქნება...

ჰოდა, გავიდა თვეები, არაფერი ვიცოდი და თურმე, გამომიყენა და გადამაგდო, ადამიანურად ძალიან განვიცადე... აი, ასეთი „მადლიერება“ იცის თურმე, გიორგი გახარიამ და ამიტომაც, 1 ოქტომბერს გერმანიაში ბინადრობაში მყოფს, ოფიციალურად მწარე სიმართლის წერილით მივმართე და პასუხ(ებ)ს ვითხოვდი. თვეზე მეტი გავიდა, პასუხი არ გაუცია და საერთოდაც, არ შემხმიანებია. დარწმუნებული ვარ, წერილში მოყვანილი ფაქტები და არგუმენტები დაგაინტერესებთ. ამიტომაც, აქვე ვაქვეყნებ (იხილეთ პირველ კომენტარში) და წაიკითხეთ, ბევრ საინტერესოს შეიტყობთ... დასკვნები თავად გააკეთეთ... და აქვე, სხვა ოპოპოლიტიკოსებსაც მინდა მივმართო: ხალხის ნდობას რომ ითხოვთ, ვინც გენდოთ იმათ რა დამართეთ?!

P.S. დარწმუნებული ვარ, დაღალატების ეს უდიდესი გულისტკივილი გადამივლის, ფიზიკურადაც ჯანზე მოვალ და კვლავაც, საქართველოს მომავალზე დაუღალავ ზრუნვას დავუბრუნდები... ჩემი პროექტების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერასაც მოვიპოვებ და სახელმწიფოსთან ერთად, უამრავ 100 000-ობით ოჯახს მალევე გავახარებთ!!! ბედნიერება ყველას სჭირდება!!! ბედნიერება თქვენს ოჯახებს!”, - წერს გოჩა ტყეშელაშვილი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762083486

სპორტი

ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა. პლანეტის პირველობა ბაქოში ჩატარდა, რომელშიც 30 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატშ...

ზვიად ხაჩიძე

1762081370

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა „კარპატის თასი“ ისტორიაში პირველად მოიგო

ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები „კარპატის თასის“ გამარჯვებულია. ტიტე კალანდაძის გუნდმა მეორე შეხვედრა მასპინძელ რუმინეთს ანგარიშით 30:27 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ კა...

ხელბურთელთა ნაკრებ

1762081265

საზოგადოება

დოროთე ყურაშვილი: უფალო შემინდე - ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ

მე რასაც ვაკეთებ, ღმერთო შემეწიე-მეთქი, არ ვამბობ, რატომ იცით? მე ვიცი, რომ ამას ქრისტე აკეთებს ჩემი ხელით, ქრისტე მაკეთებინებს, ვიცი და რასაც ქრისტე მაკეთებინებს, როგორ ვუთხრა დამეხმარეო? ის მაკეთები...

დოროთე ყურაშვილი:

1762080434

სპორტი

თორნიკე შენგელია ევროლიგის მერვე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

 თორნიკე შენგელია, რომელიც „ბარსელონაში“ თამაშობს, ევროლიგის მერვე ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 30 წუთი ითამაშა, რა დრ...

თორნიკე შენგელი

1762076426

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ შესაძლოა „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიგერიის ხელისუფლება კვლავ თუ დაუშვებს ქვეყანაში ქრისტიანების მკვლელობის გაგრძელებას, აშშ შესაძლოა, ნიგერიაში შეიჭრას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოც...

დონალდ ტრამპი