ჰაკან ფიდანი: საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა

„საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქეთში, ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფიდანმა აღნიშნა, თურქეთი საქართველოს უპირველესი სავაჭრო პარტნიორია ბოლო 16 წლის მანძილზე.

„ამ ძალისხმევის შედეგად ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა, რაც რასაკვირველია მოგებიანია და სასარგებლოა ორივე მხარისათვის თანაბრად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით

ჩვენი ძალისხმევა ძირითადად არის რეგიონული მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული, ამიტომ ორივე ქვეყანა ცდილობს, რომ დიდი წვლილი შეიტანოს ენერგორესურსების განვითარებაში ჩვენს რეგიონში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის უმნიშვნელოვანესი მილსადენი, ნავთობსადენი, რომელიც აგრეთვე ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც დიდ როლს თამაშობს.

ჩვენ დავამყარეთ, როგორ სამმხრივი, ასევე, ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ფორმატში და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია და მიგვაჩნდა საქართველო, როგორც ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. თურქეთი უპირველესი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ საქართველოსთვის ბოლო 16 წლის მანძილზე“, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740591753

ახალი ამბები

აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება

 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება. „აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 4 მარტს“,...

აა

1740589619

ახალი ამბები

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „უ...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1740587436

ახალი ამბები

ლაშა ტალახაძე: მიეწოდებათ მედიკამენტები ვინც საჭიროებს დახმარებას, საკვებითაც უზრუნველყოფენ

 ჭარბი თოვლის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია. კომუნიკაცია თითქმის ყველა ოჯახთან აღდგენილია და მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი სამართალდამცავებ...

ლაშა ტალახაძე

1740585832

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

 „მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები...

ირაკლი ჩიქოვანი

1740584934

ახალი ამბები

ილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...

ააა