"ინტერვიუში არავითარი ქართველი არ იგულისხმება" - გიული ალასანია

"ინტერვიუში არავითარი ქართველი არ იგულისხმება", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, სააკაშვილის  „შპიგელთან“ ინტერვიუს იმ ნაწილზე საუბრისას განაცხადა, სადაც სააკაშვილი ამბობს: „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი, მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.
 
ალასანიას თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან მიდიოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ საქართველოში ოქტომბრამდე უნდა დაბრუნებულიყო.

მისივე თქმით, ეს არის კრემლის სპეცოპერაცია.

„ამასთან დაკავშირებით გაიმართა რაღაც სპეკულაცია საზოგადოების მხრიდან, ვინ იგულისხმება, რა იგულისხმება, როგორ იგულისხმება. არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, არანაირად. ლაპარაკია უკრაინაზე,  ახლა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტერმინი რუსეთში, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას.

ჩემი შვილის შემთხვევაში მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ, იქნებოდ აეროპორტი, კაფე, თუ ქუჩა და აფრთხილებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის აუცილებელი, ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ ოქტომბრამდე.

რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს, ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით. ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწიეს. მიაღწია კრემლმა და ჰყავს ახლა აქ გამოკეტილი უკვე წელიწადი და ოთხო თვეა და ფაქტობრივად, კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც სამწუხაროდ,  აკეთებენ ქათული ხელისუფლების ხელით. კონკრეტულად არავისზე არ არის საუბარი. ვანო მერაბიშვილზე არაერთხელ უთქვამს იგივე, რაც იქ არის დაბეჭდილი, ადრეც უთქვამს, რომ ამ მოვლენებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, ალასანიას ჰკითხეს, რა როგორი ფორმით მოხდა სააკაშვილის ინტერვიუს ჩაწერა, რაზედაც ყოფილი პრეზიდენტის დედამ აღნიშნა:

„ჩემი მეშვეობით მოხდა ამ ინტერვიუს ჩაწერა, თვითონ წერს ამ წერილებს, მე უბრალოდ გადავბეჭდე და მივაწოდე.

თქვენ არ მოისმინეთ ბოლო დაკითხვა ბრიტანელი ექსპერტის, რომელმაც დარბაზს მიმართა და უთხრა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ვისთან გვაქვს საქმე.

ადამიანის საწყისი მდგომარეობა, მისი ინტელექტი იყო ძალიან მაღალი და იმასთან შედარებით ვეღარ არის ფორმაში, მაგრამ ბევრთან შედარებით უფრო მაღალია", - აცხადებს ალასანია.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხი, რომელმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

ამავე თემაზე:

* "დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური" - ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი