ირაკლი ღარიბაშვილი: აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას - ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული

"დღეს ჩვენ ვსტუმრობთ გურიას. მე ჩამოვედი მინისტრებთან და ადგილობრივ მერებთან ერთად, ვათვალიერებ მიმდინარე სამუშაოებს", -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის აქტიურად გააგრძელებს რეგიონებში სტუმრობას და ყველა ის დაპირება, რომელიც მოსახლეობისთვის არჩევნებამდე გაიცა, იქნება შესრულებული.

„ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ყველა ის სამუშაო, რომელიც დავიწყეთ გასულ წელს.

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში  უტარდება რეაბილიტაცია შენობებს, სკვერებს, გალამაზება და განახლება ხდება მთელი ამ ტერიტორიების, შენობებისა და სკვერების, პარკების.

ჯამში 20 მლნ ლარი იხარჯება ამ პროექტებზე. 

ჩვენ დღეს მოვინახულეთ ახალი აშენებული სკოლა ჩოხატაურში, ოზურგეთში ასევე ახალ სკოლას დავათვალიერებ.

მოგეხსენებათ, რომ 800 სკოლის რეაბილიტაცია არის უკვე დაგეგმილი, დავალება მაქვს მიცემული და აქედან, 80 ახალი სკოლა აშენდება, დანარჩენს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის განკუთვნილი. 

მე აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას.

ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული და ამას პირადად გავაკონტროლებ.

ყველა ჩართულია ამ პროცესში და მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის“, -  განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ზელენსკი: უკრაინაში ომის დაწყებიდან 101 საავადმყოფო მთლიანად განადგურდა - დაანგრიეს სკოლები. რუსეთის სახელმწიფო ისეთ პირობებშია, რომ ნებისმიერი განათლება მხოლოდ ხელს უშლის

* "არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას" - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713976888

მსოფლიო

რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა და...

ატლანტიკური საბჭო

1713973442

სპორტი

„წახალისება ყოველთვის პოზიტიურად აისახება, მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ეს სიახლე ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი პოზიტივია“- ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონი...

კობიაშვილი

1713972854

მსოფლიო

ბაიდენმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დღეს, 24 აპრილს, საბოლოოდ დამტკიცდა აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის - დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაი...

ააა

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა