ირაკლი კირცხალია: ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა - საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ
ბოლო დღეებია, ჩვენი ქვეყნის მიმართ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლის ქვეშ არსებული ბრიტანეთის მთავრობიდან და ასევე კონტროლირებადი, ეგრეთ წოდებული მედიის მხრიდან დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ირაკლი კირცხალიამ გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვების ციტირება მოახდინა და განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ მის სიტყვებში ეჭვი შეიტანონ.
„ამ სამარცხვინო ცილისწამების პასუხად მინდა ვთქვა შემდეგი„მცირე ბიზნესი კვდება. დიდი ბიზნესი მიდის. ადამიანებს საკუთარი კბილების ამოღება უწევთ, რადგან სტომატოლოგთან მისვლა არ შეუძლიათ. ჩვენ შემოგვყავს მიგრანტები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ - სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ბანდები ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდნენ წარმოუდგენელ სექსუალურ დანაშაულებს ახალგაზრდა გოგონების წინააღმდეგ. ეს დანაშაულები ხელისუფლების მიერ იყო დაფარული.ვერავის ვერ ვაძევებთ ქვეყნიდან, ადამიანის უფლებათა ქსელისა და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დივერსიფიცირების გამო. ხალხი სასოწარკვეთილებაშია, მაგრამ მათ არც კი აქვთ უფლება, რომ ამაზე ისაუბრონ. თუ ტრანსგენდერული იდეოლოგების წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ, შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაგაპატიმრონ: ჰითროუს აეროპორტში, თქვენს სახლში, ოფისში.ერი, რომელმაც გამოიგონა სიტყვის თავისუფლება და სწორედ 1695 წელს დაარსდა თავისუფალი პრესა, ახლა სახელმწიფო ცენზურის სამშობლოა. ამ კატასტროფას, ბრიტანეთის დაცემას, ინგლისის დაცემას, ლონდონის დაცემას ხელმძღვანელობს მმართველი ელიტა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სძულს. რაც შეეხება კონკრეტულად BBC -ის, ის დეზინფორმაციის გამავრცელებელი მთავარი იარაღია და მიხარია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამხილა ეს ფარისევლები”.მეგობრებო, მე ახლა წავიკითხე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რაც ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა. საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ... ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, რომ ქალბატონი ლიზ ტრასის სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ - დიდი მადლობა!”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1765270787
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ესტონელები და ლიეტუველები გვსაყვედურობდნენ, ქართველი გლეხი ღვინოს რატომ ყიდის რუსეთშიო - აღმოჩნდა, რომ ჩვენზე მეტი ღვინო გააქვთ რუსეთში
„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც პირდაპირ აჩვენა, რომ უკრაინისკენ მიმართულ თანხებზე გაცილებით მეტი ჰქონდა ინვესტირებული რუსეთის ეკონომიკაში ევროკავშირს. ეს ევროკავშირი ჩ...
1765268581
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - "სტ...
1765266597
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ერთი ადამიანის უფლების რეალიზება იქ მთავრდება, როდესაც ის უკვე წინააღმდეგობაში მოდის სხვა პირის უფლების რეალიზებასთან. ამიტომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სწორედ ამ მიზნით შედის ცვლილებები კანონმდებლობაში
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხით მოხდეს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა...
1765264474
მსოფლიოილონ მასკი ბრიტანეთზე: მთავრობა, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, არალეგიტიმურია
მთავრობა, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, არალეგიტიმურია, - წერს ილონ მაკსი X-ზე. ასე სოციალური ქსელის მფლობელი დიდ ბრიტანეთში მიგრანტების მიერ 15 წლის გოგოს გაუპატიურებას გამოეხმაურა. მასკმა გაა...
1765263667
საზოგადოება„ნეიტრალური საქართველო“: ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგია. ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად
მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასრულების და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფ...



























