ირაკლი კობახიძე: 150 კაცის გამოსვლა არ არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების პროტესტი, ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე
ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც ეს გეგმა ჩავარდა.
„ეს იყო დამხობის ღია მცდელობა, პირდაპირ ასე ერქვა 4 ოქტომბერს ჩატარებულ აქციას. დამხობის აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ა.შ. ადამიანებმა პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც დამხობა ჩავარდა. საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა ამ ადამიანებს არ აქვთ. 150 კაცის გამოსვლა არ არის პროტესტი, ეს არ არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების პროტესტი. ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, ამის მიმართ აქვს პროტესტი ქართველ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.
1765276403
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირვ...
1765276330
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი
ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდ...
1765275221
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს...
1765273310
ახალი ამბებიშსს-მ უპრეცედენტო რაოდენობის - 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული უპრეცედ...
1765273225
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა - საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ
ბოლო დღეებია, ჩვენი ქვეყნის მიმართ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლის ქვეშ არსებული ბრიტანეთის მთავრობიდან და ასევე კონტროლირებადი, ეგრეთ წოდებული მედიის მხრიდან დეზინფორმაციის ნიაღვარი...



























