ირაკლი კობახიძე: ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში
სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს და დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, სახელმწიფო საკმარისად ძლიერი ვერ იყო საბოტაჟის მიმართ, თუმცა დღეს ნამდვილად არის.
„პირველი აქტიური განხილვა ამ საკითხისა, გვქონდა, დაახლოებით, წელიწადის და 2-3 თვის წინ. მაშინაც იყო გარკვეული დავალება გაცემული. ვერ მოხერხდა, თუმცა დღეს ვართ საკმარისად მომაგრებული იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა გავიტანოთ. ჩემთვის პირადად, ამ წელიწადისა და 2-3 თვის წინ ეს არ ყოფილა მიზეზი, რომ ვინმე მფარველი ჰყავდა ამ კრიპტომაინინგს, ეს არ იყო მიზეზი. ჩვენ ძალიან ბევრი საკადრო ცვლილებაც განვახორციელეთ, მათ შორის, ძალოვანი მიმართულებით, შევცვალეთ მთლიანად მიდგომები, დამოკიდებულებები და სახელმწიფო დღეს არის ძლიერი. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ცდილობდა საბოტაჟს ამ ქვეყანაში, კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ინვესტორს გამოუყვანეს მოსახლეობა და ვიცით, ვინ გამოიყვანა მოსახლეობა, მიზანი იყო - წილში ჩაჯდომა. იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიაში ჩართულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი, ძალიან ადვილია საქართველოში, უცბად შესაძლებელია 50 კაცის მობილიზაცია და ადვილი იყო ასეთი ტიპის პროექტების ჩაშლა. აღარ არის ეს ადვილი. ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, ყველა მიმართულებით - იქნება ეს კორუფცია, საბოტაჟი, თუ ნებისმიერი სხვა, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერ ლობისტს და ა.შ. წელიწადის და 2-3 თვის წინ ასე არ იყო. დღეს, სახელმწიფოს იმის ძალა და ფუფუნება აქვს, რომ იყოს ბოლომდე უკომპრომისო, ისე რომ არ დააზიანოს რაიმე გვერდითი მოვლენებით ინტერესები. სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს, როცა დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე. სახელმწიფო საკმარისად ძლიერი ვერ იყო საბოტაჟის მიმართ და დღეს არის. ჩემთვის არასდროს, არც წელიწადნახევრის წინ და არც დღეს, არავის მიმართ მფარველობას არ აქვს არავითარი დატვირთვა. მფარველობა ვერ იქნება ასეთი ნაბიჯებიდან უკან დახევის მიზეზი ჩემთვის.
ჩვენ ხომ შეგვეძლო, მშვიდად გვეზრუნა ქვეყნის განვითარებაზე, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ თან გვიწევდა ამაზე ზრუნვა, თან გვიწევდა რევოლუციის 5 მცდელობასთან დაპირისპირება, ათასი უბედურება იყო - შანტაჟი, საბოტაჟი, კორუფციაც ამის გამოძახილი იყო,“- აღნიშნა პრემიერმა.
1780997774
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს რეგიონულ პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. „სამხრეთ...
1780997161
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - მისი მონაწილეობითა და გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის შეტევა, რომელიც მი...
1780996284
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი
„ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი - თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობე...
1780995786
საზოგადოებაჩინეთის საელჩო: ჩინეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ განაცხადეს
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, 9 ივნისს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი...
1780994534
საზოგადოებაპრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი, სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა
დიდი ხანია, გვესმის საუბარი ერთმმართველობაზე, ავტოკრატიაზე, ივანიშვილის რეჟიმზე, ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა როცა ფაქტებით ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გვიპირისპირებენ. მთავარია ფაქტებ...


























