ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია ვერც არჩევნებში აღწევს წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი

„ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ხალხი არ გიჭერს მხარს, ვერავითარ რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებ.

„მთავარი რაც არ აქვს ოპოზიციას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი არ გიჭერს მხარს, ბუნებრივია, ვერავითარ რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებ. ვერც არჩევნებს იგებენ, ვერც რევოლუციებს აწყობენ ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი მათ არ უჭერს მხარს. როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ აგენტურას, შეუძლებელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მთავარი მიზეზი, რატომაც ვერც არჩევნებში აღწევენ წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი. ასე გაგრძელდება პროცესები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758206606

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მოხარულები ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ წელსაც შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გასული 4 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4 % და წლევანდელი საშუალო ზრდა შეადგენს 8 %-ს“, - ამის შ...

ირაკლი კობახიძე

1758206547

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე: თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება

„თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება“, - განაცხ...

ირაკლი კობახიძე

1758206235

საზოგადოება

პრემიერი: ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა

„რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქ...

ირაკლი კობახიძე

1758205528

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება

„ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება“, - გ...

ირაკლი კობახიძე

1758205463

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება

„გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „აქ დასამალი ა...

ირაკლი კობახიძე