„ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სხვა ყველაფერზე ძალიან ადრეა ლაპარაკი“ - როგორია 8 წლის დათის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ბავშვს, რომელსაც თბილისში ტროტუარზე მდგარს მანქანა დაეჯახა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. იგი სამკურნალოდ ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
8 წლის დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ცნობებს აქვეყნებს.
„ვიცი რომ ყველას გაინტერესებთ დათიკოს მდგომარეობა და უღრმესი მადლობა ამისთვის.
შეგნებულად არ ვწერ არაფერს, რადგან არ მინდა რამე ისეთი დავწერო რაც ყველას გულს გვატკენს.
მთელი გულით მჯერა რომ დადგება ის მომენტი როცა კარგი ამბებით გაგახარებთ, ჯერჯერობით ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სხვა ყველაფერზე ძალიან ადრეა ლაპარაკი.
ექიმებიც ჯერჯერობით ვერაფრით მაიმედებენ, თუმცა მე ღრმად მწამს რომ უფალი დათიკოს მეორედ მაჩუქებს“ - წერს შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დათას დედა.
შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
მძღოლი დაკავებულია, იგი ბრალს აღიარებს.
დათას ჩვენი დახმარება სჭირდება. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ, მითითებულ ანგარიშის ნომერზე.
თითოეული ლარი მნიშვნელოვანია!
გავერთიანდეთ დათისთვის!
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483
#დათისთვის
ასევე საინტერესოა:
🔵 „უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვით“ - რატომ აკრიტიკებს ინგა გრიგოლია „ნაციონალურ მოძრაობას“?
1732350788
საზოგადოებარომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები
ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...
1732341504
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...
1732307021
ჰოროსკოპი23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...
1732305428
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივესალმოთ ენი მამარდა...
1732303264
ჰოროსკოპიზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება
ამ შაბათ-კვირას ზოდიაქოს ხუთი ნიშნის ცხოვრებაში ნამდვილი ზღაპარი მოხდება: ვერძი ამ შაბათ-კვირას ვარსკვლავებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადეს. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი სამუშაო ან შემოქმედებითი შეთა...