"ჯანმოს მიერ საქართველოში რამდენიმე კლინიკის ინსპექტირება მოხდა, შენიშვნები დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება" - დავით გადელია

"რეანიმაციაში ცუდი პარამეტრების გამო მოხვედრილ მოხუც ავადმყოფს, ძალიან მცირე შანსი აქვს გადარჩენის! ნუ დავტოვებთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს უშანსოდ, უნდა ავცრათ!", - ამის შესახებ, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ ფეისბუკში წერს.

მისი თქმით, ჯანმოს მიერ საქართველოში რამდენიმე კლინიკის ინსპექტირება მოხდა, გამოიკვეთა შენიშვნები, რაც დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა ჯანმოს, კოვიდ მკურნალობაზე მონიტორინგის ჯგუფი, შვედი სპეციალისტის, რეანიმატოლოგის ხელმძღვანელობით.

მოხდა რამდენიმე დიდი კლინიკის ინსპექტირება.

გუშინწინ ჩატარდა საერთო, შემაჯამებელი შეხვედრა და ამას გარდა, ცალკეულ კლინიკებთან იყო ცალკე შენიშვნები და თითოეულს დაეგზავნებათ პირადად.

ჩვენი კლინიკის რეანიმაციის მონიტორინგისას - ძალიან საფუძვლიანი, აუარება კითხვარით; სრული აღკაზმულობით შემოვიდნენ განყოფილებაში და ყოველ დეეტალს მიაქციეს ყურადღება - აღინიშნა, რომ მკურნალობის კურსი მიმდინარეობს პროტოკოლების სრული დაცვით და განსაკუთრებულად აღნიშნა ავადმყოფთა მოვლის მაღალი სტანდარტი.

საერთო განხილვისას აღნიშნა, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენს ზოგიერთ კლინიკაშიც უშვებენ შეცდომას, როდესაც იწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ადრეულ, ვირუსულ ფაზაში! როდესაც ჯერ არაა წამოსული ბაქტერია.

ეს ძალიან ართულებს შემდგომ ფაზაში მკურნალობას! ამავე დროს, ბაქტერიულ ფაზაშიც მკურნალობა უნდა იყოს დამიზნებითი - ჯერ უნდა განისაზღვროს კულტურა და ისე შეირჩეს შესაბამისი ანტიბიოტიკი და არა ბრმად - ფართე სპექტრის.

რა თქმა უნდა, კვლავ მაღალი რისკის შემცველებად მიიჩნევიან მოხუცები და სხვა სომატური ავადმყოფები.

"გავითვალისწინოთ: რეანიმაციაში ცუდი პარამეტრების გამო მოხვედრილ მოხუც ავადმყოფს, ძალიან მცირე შანსი აქვს გადარჩენის! ნუ დავტოვებთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს უშანსოდ, უნდა ავცრათ!"

კლინიკების ლანძღვა, უიმედო ავადმყოფს ვეღარ შველის, სამწუხაროდ...

ძალიან ხშირად მესმის: "თავის ფეხით შევიდა და დამძიმდა.." კოვიდ ავადმყოფი, თითქმის 99% -ში თავისი ფეხით შედის, ფილტვის თუნდაც მძიმე დაზიანება სიარულს არ უშლის, მაგრამ აღმავალი პროცესი როდესაც მიდის, სწორედ კლინიკის პირობებში შეიძლება დამძიმდეს.

განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად პაციენტიც ვერ ეხმარება ექიმს, ვერ ან არ იცავს დანიშნულ რეჟიმს.

მოგეხსენებათ, პირდაპირი მოქმედების წამალი ჯერ არ გვაქვს, ამიტომ მკურნალობა მიდის კომპლექსურად, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჟანგბადით მკურნალობას, გულმკერდის მასაჟს, მუცელზე წოლას.

მართლა არ მახსოვს შემთხვევა, როცა პაციენტმა იბრძოლა ჩვენთან ერთად, არ ჩაიქნია ხელი და არ გადარჩა!

მოხუცებს, ცხადია ბრძოლაც უჭირთ..

ერთმა მადლიერმა პაციენტმა მამაკაცმა, რომელმაც ეს ჯოჯოხეთი გამოიარა, თავისი ხელით შეკერა და გადმოგვცა საჩუქრად 4 სპეციფიკური, თავჩასარგები ბალიში მუცელზე მწოლი ავადმყოფებისთვის. ეს ბალიშები ჩემთვის მილიონობით ლარის აპარატურაზე არანაკლებ ძვირფასია...

ყველაზე მძიმე კი მაინც კოვიდის მოულოდნელი გართულებებია.

მოგეხსენებათ, ვირუსი აზიანებს ენდოთელიუმს, მათ შორის - სისხლძარღვთას.

ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად ეს პროცესი და მედიცინის ახლანდელ ეტაპზე ვერ გავიგოთ.

თუ ჩონჩხის კუნთებშია - ვიღებთ ჰემატომებს, რომელიც შეიძლება საოპერაციოც გახდეს.

ხოლო თუ თავის ტვინის სისხლძარღვებში - შეიძლება გასაწერი, თითქოს სრულიად გაჯანსაღებული ავადმყოფი უეცრად მოკლას!

ამაზე მძიმე გადასატანი ექიმისთვის, მერწმუნეთ არაფერია", - წერს დავით გადელია ფეისბუკში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები