კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ბრომობენზილ ციანიდის, იგივე „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რამეთუ ეს ნივთიერება საქართველოში არ არსებობს, მისი შესყიდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს განუხორციელებია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას.

მისი თქმით, მეხუთე დღეა, ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი ქვეყნის სტაბილურობის შერყევა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაა.

„სამწუხაროდ, როგორც აქამდე არაერთხელ გვინახავს, ამ ანტიქართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური პირები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ბრიტანული მაუწყებლის BBC-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც თავიდან ბოლომდე ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზეა აწყობილი, გახდა ხელოვნური ტრიგერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ, დაეზაფრათ მოსახლეობა და გამაოგნებლად ცრუ ბრალდებით აჟიოტაჟი გამოეწვიათ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში.

ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი არაერთ, დადასტურებულად ტყუილ ბრალდებებს შეიცავს, რომელთაგანაც ყველაზე მგრძნობიარე საკითხი გახლავთ აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ბრომობენზილ ციანიდის, იგივე „კამიტეს“ თითქოსდა გამოყენების ფაქტი ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო აქციების დაშლის დროს. ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან ეს ნივთიერება საქართველოში არ არსებობს, მისი შესყიდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს განუხორციელებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „კამიტე“ იმდენად მძიმე ტოქსიკური ნივთიერებაა, მწვავე გვერდით ეფექტებით, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც გამოეწვია, მაშინ, როდესაც ქიმიური ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებისათვის აქციის არც ერთ მონაწილეს არ მიუმართავს.

„ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და კონტროლირებულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტოქსიკურ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტები, რომ თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას დაეტყობოდა წარუშლელი კვალი. უფრო მეტიც, „კამიტეს“ ზემოქმედება მაღალი ალბათობით გამოიწვევდა ლეტალურ შედეგს. ამის პარალელურად, საქმეში არ არსებობს არც ერთი დაზარალებული, კანონსაწინააღმდეგო აქციების არც ერთ მონაწილეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით. საერთო ჯამში კი, ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით, სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილ იქნა ორასამდე ადამიანი, მათ შორის, მსუბუქი ინტოქსიკაციით მხოლოდ 5 პირი, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულთა კატეგორიას, - ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდეგ მიაწოდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765127843

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ჩვენ უზრუნველყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას

ჩვენ უზრუნველყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების და მეცნიერებისა და ახალგაზ...

გივი მიქანაძ

1765127025

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმით ჩვენ ბავშვებს კულტურას, წესრიგს ვაჩვევთ, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის

ფორმის არსებობა პირველ რიგში არის ასოცირება სკოლასთან, მეორე - თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და ამავდროულად ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერ...

გივი მიქანაძე

1765123695

მსოფლიო

მედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...

ფრიდრიხ მერცი

1765121147

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ

უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...

მეუფე შიო

1765117473

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია

საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...

გიორგი გაბუნია