კობახიძე: ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევის საშუალება

"გასული წლის 24 თებერვლიდან, ამ ადამიანებმა არაერთხელ სცადეს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი – ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალება არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, ამის საბოლოო მიზანი კი არის მეორე ფრონტი", – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

კობახიძის თქმით, ამ ყველაფერზე კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობენ.

„ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთი მიზანია ვითარების არევა, ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რაც არის მათი საბოლოო მიზანი.

ამის საშუალებას ჩვენ მათ ბუნებრივია, არ მივცემთ.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის დარღვევის საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, უნდა შეიკრიბონ, რათა ყველამ გაიგოს, რომ მათი ურყევი ნება ძლიერი და ერთიანი საქართველოს მშენებლობასთან, ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით არასდროს გადაიხედება.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ციხის საჭმელს არ შეჭამსო, ოჯახმა თქვა, თავისი კი არ მიაქვთ. უფრო სწორად, მიაქვთ, მაგრამ ისეთი და იმდენი რომ წონაში დაიკლოს. ე.ი. დედა მართავს და დედას ჰყავს მძევლად"

* "მისი ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა" - მაგდა პაპიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს

* ნიკა მელია: გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1674934073

საზოგადოება

"თქვენი დდშ ყველასი, ვინც ვანო მერაბიშვილს ცილს წამებდით" - დავით კირკიტაძე

"დიდი ბოდიში, მაგრამ, თქვენი დდშ ყველასი ვინც პირდაპირ/ ირიბათ გენერალ ლორთქიფანიძეს და მერე ვანო მერაბიშვილს ცილს წამებდით. თქვე ქოცებზე უარესებო! ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!” ამ შინაარსის პოსტს ფეისბუ...

ააა

1674931537

საზოგადოება

"კირკიტაძე სააკაშვილს აგინებს - სააკაშვილია პარტნიორების ცილისწამების სულის ჩამდგმელი"

„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: "მერაბიშვილს ცილს სააკაშვილი სწამებს. ეს იცის ყველამ, ვინც ახლა მერაბიშვილის ცილისმწამებლებს აგინებს. კირკიტაძე სააკაშვილს აგინებს. სააკა...

ზოგადი

1674928800

საზოგადოება

ბათუმში ქალის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი

ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, 26 იანვარს, ბათუმის ერთ-ერთ კა...

მკვლელობა ბათუმში

1674926400

საზოგადოება

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

პირველი არხის თანამშრომელს, ჩვენს მეგობარს და კოლეგას, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა....

ჭელიძე

1674924600

საზოგადოება

ხაბეიშვილი: უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს

"მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ სასამართლოსთვის შეუძლებელი არ იყოს ტყვეობაში დატოვოს", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კ...

ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი