ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო, მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.
შეხვედრის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტს, ჯინ ლიქუინს.
შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.
ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარია.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
1773259978
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან
ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE...
1773259937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ევროკავშირს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, - განაცხადა პარლამ...
1773258889
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ
ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1773258854
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები
ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლეს...
1773257077
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან - იმ ხალხისგან, რომლებიც ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, არ გვჭირდება არანაირი მითითება
ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირვე...

























