ლევან მაჭავარიანი BBC-ის სტატიაზე: ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის ტელემაუწყებლობა ასეთ აბსურდში არის გადასული, რათა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ინტერესები დააკმაყოფილოს
„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ასეთ აბსურდში არის გადასული, რათა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ინტერესები დააკმაყოფილოს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა BBC-ის სტატიაზე საუბრისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ BBC-ის სამართლებრივ ბრძოლას გამოუცხადებს, იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილოს.
„ისევე როგორც შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია შეილახა იმის გამო, რომ ჩვენზე და კონკრეტულად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა გაძლიერებულიყო, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ანალოგიური ხდება უკვე მედია სივრცეშიც. ამას ასე არ დავტოვებთ, ვაპირებთ, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოვუცხადოთ BBC-ის, რათა მხილებული იყოს, თუ როგორი დეზინფორმაცია გაავრცელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
1764660270
საზოგადოებაპრემიერი: განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში
ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია...
1764659674
საზოგადოებანანა ჟორჟოლიანი: ფონდიდან 480 000 ლარის ( 2 400 000 ერთეული ) პირბადე შევიძინეთ
ოპოზიციონერი ჟურნალისტი ნანა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს, სადაც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების მიზეზად, პირბადეების შეძენას ასახელებს. მისი გამოთვლით, მან პირბადეების შეძენაში ფონდიდან 480 000 ლარი დახარ...
1764659139
ახალი ამბებისაარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა. პლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებაში ნდობის განმტკიცების ხელშეწყობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერებ...
1764658839
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება
საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული მეტეოროლოგიურმა პროცესებმა გან...
1764658095
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონ...




























