ლევან მაჭავარიანი: ელისაშვილი არის ჩვეულებრივად აგენტი, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა
იგი [ელისაშვილი] არის ჩვეულებრივად აგენტი, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრისას.
მისივე თქმით, საინტერესოა ვისი დაკვეთით მოქმედებდა ელისაშვილი.
“ოთხივე პარტია ერთი ვერტიკალით იმართება. მათ არ აწყობდათ ელისაშვილის ტერორისტად გამოცხადება იქიდან გამომდინარე, რომ ისინიც ზიანდებიან ამით. ცდილობდნენ პირველ დღეებში რაღაც კამპანია აეწიათ თითქოს ჩვენ “ჩავუდეთ” ელისაშვილს ტერორისტული აქტი, თუმცა მას შემდეგ რაც თავადვე აღიარა თავისი დანაშაული ჩამოეშალათ ეს ნარატივი. აგენტის რამდენიმე სახე არსებობს, რომ გავამსხვილოთ შეგვიძლია სამ ჯგუფად დავყოთ. ერთი არის სასარგებლო იდიოტი, ერთი არის აგენტი, რომელიც ფულზე არის გაყიდული და ერთი არის აგენტი, რომელზეც კომპრომატები არსებობს და რომელსაც შანტაჟის საფუძველზე ადგმევინებენ კონკრეტულ ნაბიჯებს. ბატონი ელისაშვილი მე სასარგებლო იდიოტად არ მიმაჩნია, შესაბამისად ძალიან საინტერესოა ვისი დაკვეთით მოქმედებდა იგი, მოქმედებდა ფულის სანაცვლოდ თუ კომპრომატების არგამომჟღავნების სანაცვლოდ, თუ ორივე ერთად”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1765127025
საზოგადოებაგივი მიქანაძე: სასკოლო ფორმით ჩვენ ბავშვებს კულტურას, წესრიგს ვაჩვევთ, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის
ფორმის არსებობა პირველ რიგში არის ასოცირება სკოლასთან, მეორე - თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და ამავდროულად ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერ...
1765123695
მსოფლიომედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...
1765121147
საზოგადოებამეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ
უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...
1765117473
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია
საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...
1765116966
ახალი ამბებივითარება გზებზე - სად არის მოძრაობა აკრძალული
გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგი...



























