ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიას მოჰკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებითაც სამწუხაროდ, ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია, ძალადობრივი აქციების დროს მათი წყლის ჭავლში გარევა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მას ევროკავშირის წამყვან ქვეყნებშიც იყენებენ.

ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, გიგა ფარულავას მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„თქვენს ბრალდებებს მინდა გამოვეხმაურო, გიგა ფარულავა იმეორებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია და მშვიდობიანი აქცია იყო. მე არ ვიცი თქვენ ტელევიზორში მაინც თუ უყურებდით, ან შეიძლება მონათხრობით იცით, მაგრამ ნებისმიერ არხზე, რომ გადაგერთოთ ერთი და იგივე სურათს დაინახავდით, სადაც პარლამენტს ცეცხლი ეკიდა და პოლიციელებს სახეში პიროტექნიკას და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი ძალადობრივი აქცია! თქვენ თუ გინდათ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პატრონების, ვისი ვერტიკალითაც თქვენ იმართებით, ნარატივს გაჰყვეთ, ეს თქვენი პრობლემაა და ჩვენი მოქალაქეები ამას სათანადო ანალიზს გაუკეთებენ.

ერთი სიტყვა არ გითქვამთ იმ 170-ზე მეტ დაზარალებულ პოლიციელზე, რომლებსაც პიროტექნიკით დამწვრობები მიაყენეს და ქირურგიული ჩარევები დასჭირდათ, ერთ-ერთმა საერთოდ მხედველობაც დაკარგა. თქვენ ეს არ გაინტერესებთ! თქვენ გაინტერესებთ, რომ ილაპარაკოთ იმ „მესიჯ ბოქსით“, რომელიც თქვენთვის არის გამოგზავნილი. თქვენი თამადობით ვერავის ვერ დავაგმობინეთ, რომ ძალადობრივი აქცია არ შეიძლება, თორემ ძალადობის გარეშე გამართულ აქციაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი რამ გააპროტესტოს, თუ ეს კანონის ფარგლებში ჩაჯდება. მაგრამ როდესაც პოლიციელებზე ხდება შეტევა, ჩვენ ერთ აზრზე უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ აქაც თქვენ ადასტურებთ, რომ „ნაცების ნარატივში სხედხართ“ თავიდან ბოლომდე.

თქვენ განცხადებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზიანებაც ახსენეთ და სერიოზული კვალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თქვენს სტიპენდიანტ ბატონ გახარიას მოჰკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებებითაც სამწუხაროდ, ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს. მან შემდეგ ჩვენ გმირ პოლიციელებს ბინძურად შეაწმინდა ხელი, როდესაც განაცხადა, რომ პოლიციელებმა თვითნებურად იმოქმედესო და მას ეს ბრძანება გაცემული არ ჰქონდა. შესაბამისად, თუ რამე კვალზეა საუბარი, პირველ რიგში კითხვა ბატონ გახარიასთან უნდა გქონდეთ.

წყლის ჭავლში ნივთიერების შერევაზეც მოვისმინე თქვენი პრეტენზია. თქვენ უფრო ჩახედულები უნდა იყოთ და უნდა იცოდეთ, რომ ის ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია, ძალადობრივი აქციების დროს წყლის ჭავლში მათი გარევა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებშიც ეს მიღებული პრაქტიკაა. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნივთიერება კანონიერი იყოს. შესაბამისად, ამ საკითხზე გამოძიება დასრულებულია და წერტილი აქვს დასმული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765276403

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება

საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირვ...

ირაკლი კობახიძე

1765276330

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი

ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდ...

არჩილ გორდულაძე

1765275221

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს...

შალვა პაპუაშვილი

1765273310

ახალი ამბები

შსს-მ უპრეცედენტო რაოდენობის - 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული უპრეცედ...

ნარკოტიკინარკოტიკი

1765273225

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა - საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ

ბოლო დღეებია, ჩვენი ქვეყნის მიმართ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლის ქვეშ არსებული ბრიტანეთის მთავრობიდან და ასევე კონტროლირებადი, ეგრეთ წოდებული მედიის მხრიდან დეზინფორმაციის ნიაღვარი...

ირაკლი კირცხალი