ლევან მაჭავარიანი ლაშა შერგელაშვილზე: უღალატა თავის ქვეყანას, ასეთ ადამიანებს უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით, ისინი მხოლოდ ეთნიკურად ქართველები არიან, სამწუხაროდ, დანარჩენი - ემსახურებიან უცხო ძალებს
„მან უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უღალატა თავის ქვეყანას, თუმცა ჩვენ ასეთ ადამიანებს უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ლაშა შერგელაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან საინტერესო არის ამ ადამიანის როლი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და სუსმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა უკვე განცხადება - გამოძიება დაწყებულია და არავის გაუკვირდება, რომ გამოიკვეთოს მისი ბრალეულობა და დადასტურდეს, რომ პარალელურად კიდევ აჟიოტაჟი შემოეტანა და დივერსიული აქტები განეხორციელებინა საქართველოში, ჩვეულებრივი აგენტი არის, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ მან უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უღალატა თავის ქვეყანას, თუმცა ჩვენ ასეთ ადამიანებს უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით, ისინი მხოლოდ ეთნიკურად ქართველები არიან, სამწუხაროდ, დანარჩენი - ემსახურებიან უცხო ძალებს“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, გუნდში BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა 93 მოწმე, მაგრამ ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომელიც უკრაინაში იმყოფება. მის მიმართ, სუსში ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ერთ-ერთ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.
საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად.
გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომ უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად.
1765091734
მსოფლიოგოაზე ღამის კლუბში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთში, გოაზე, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცხედრების უმეტესობა სამზარეულოსთან აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაღუპულების დიდი ნა...
1765090589
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით გერმანიის მოქ...
1765090522
სპორტიმერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და ქამარი დათმო. შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში იანი გააქტიურდა, ის კრივში ჯობდა დვალიშვილს დ...
1765089485
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა...
1765087591
მსოფლიოვიქტორ ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს - ევროპა ომში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ
ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა თუ გვეყოლება, ისინი ომში ჩაგვითრევენ, თუ ეროვნული მთავრობა გვეყოლება, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ამას თავი ავარიდოთ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორ...



























