ლევან მახაშვილი: ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, უნდა დაუბრუნდეს ღირებულებებს, რის გამოც გვიყვარდა. ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოსთანაც, ამერიკასთანაც და სხვა აქტორებთანაც ცივილური ურთიერთობის აღდგენა
„სწორედ ეს ორგანიზაცია ახალისებდა მთელი ამ წლების განმავლობაში - ზოგჯერ დუმილით და ზოგჯერ აქტიური პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერით ძალადობას და რადიკალიზაციას. ამიტომ, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ისინი [ამას] გაემიჯნებიან, თუმცა ამ მოწოდებებს მომავალშიც გავავრცელებთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ბრიუსელი უნდა შეიცვალოს.
„ასევე ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ ახალ-ახალი დეზინფორმაციული კამპანიები გამოიყენონ საბაბად შედარებით მძიმე გადაწყვეტილებებისთვის. მაგრამ ეს დეზინფორმაციები არის 5-6-დღიანი, ჩვეულებრივი სიყალბე. მარტივად აეხადა ყველაფერს ფარდა. როგორც არ უნდა გადმოიტანონ სიმძიმის ცენტრი საქართველოსკენ, ამ ურთიერთობის გაუარესების მთავარი მიზეზი და წყარო არის თავად ბრიუსელი. როგორც ამერიკამ უსაფრთხოების სტრატეგიაში ახსენა, თავად ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, უნდა დაუბრუნდეს ღირებულებებს, რის გამოც ვუწოდებდით ევროკავშირს, რის გამოც მოგვწონდა და გვიყვარდა. ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოსთანაც, ამერიკასთანაც და სხვა აქტორებთანაც ნორმალური, ცივილური ურთიერთობის აღდგენა“, - განაცხადა მახაშვილმა.
1765285162
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიას მოჰკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებითაც სამწუხაროდ, ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია, ძალადობრივი აქციების დროს მათი წყლის ჭავლში გარევა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და...
1765283168
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სე...
1765282617
საზოგადოებაპრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე: კონკრეტული ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან
„თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - გან...
1765281171
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამ...
1765280876
საზოგადოებაპრემიერი: ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ რისკზე, მას გაჰყვნენ ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ შუა გზაზე მიატოვეს. მის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს
„მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ მიატოვეს შუა გზაზე“, - გ...



























