მაია ბითაძე BBC-ი სტატიაზე: საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა
გუშინდელი დღიდან კიდევ ერთხელ მოწმე ვართ იმისა, თუ რამხელა მასშტაბის და რამხელა აბსურდული კამპანია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით.
„ეს არის მიზანმიმართულად დაგეგმილი და ე.წ. ელისაშვილის საქმის გადასაფარად გამოყენებული ინსტრუმენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეილახოს და მეორე მხრივ, დამატებითი აჟიოტაჟი გამოიწვიოს ამ საკითხმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. უფრო აბსურდულად შეიძლება შეფასდეს ეს საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ევროკავშირის სპიკერიდან ვისმენთ თურმე ერთი მხრივ შეშფოთებას და მეორე მხრივ გამოძიების მოთხოვნას. ამის საპასუხოდ, ბუნებრივია ის რეაქცია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არ დაყოვნდა და გაჟღერდა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე და პასუხის მოსთხოვს ინფორმაციის გამავრცელებელს ამ დიდი, რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის.
„ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა, სადაც საქართველო შეეცდება საკუთარი ინტერესები დაიცვას. არ შეიძლება ასეთი ბრალდების გაჟღერება ასეთი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო დაფარვით და ამაზე ახალი დღის წესრიგის აგება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუსში დაიბარეს.
1764680871
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7020 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1764680289
ახალი ამბებინინო წილოსანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BCC-ს და ეს საჩივარი, იმედი გვაქვს რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BCC-ს და ეს საჩივარი, იმედი გვაქვს რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში“, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მ...
1764679177
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევ...
1764678726
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფი-ს“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შე...
1764676133
ახალი ამბებიძალადობრივი აქციის მონაწილე გიორგი რომელაშვილი: იმდენად მძიმე შხამი გამოიყენეს, რომ ქვებიც კი კოროზირდა, ფოთლებმა ფერი იცვალეს
აქციის მონაწილე გიორგი რომელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ აცხადებს, რომ „დარბევის დღიდან ფოთლებიც კი სხვა შეფერილობის იყო“. „დარბევის მეორე დღესაც ჩვენ ვხედავდით, რომ ფოთლებ...



























