მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა რთულ გამოცდას გადის, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება

„დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება; ქართველი დიპლომატების ერთგულმა შრომამ და მიზანდასახულობამ, ჩვენს ქვეყანას არაერთხელ შეაძლებინა შეუძლებელი“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, შრომით, ერთგულებით და სიმტკიცით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების საქმეში.

„მობრძანებისთვის და დიპლომატების პროფესიული დღის მოლოცვისთვის. ჩვენი, ქართველი დიპლომატების პროფესიული დღე უკავშირდება დიდ ქართველს, სულხან-საბა ორბელიანს, ქართული დიპლომატიის სიმბოლოს, რომლის გამბედაობამ, სიბრძნემ და სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულებამ საუკუნეების წინ შთამბეჭდავი მაგალითი დაგვიტოვა.

ჩვენი ქვეყნის ისტორიის უდიდესი ნაწილი ბრძოლების ისტორიაა. გეოპოლიტიკამ დიპლომატიას არც თუ ისე დიდი სივრცე და გასაქანი მისცა ჩვენი არსებობის მანძილზე. თუმცა, ბევრი რამ გვასწავლა. დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა ძალიან რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება. დღესაც, გეოპოლიტიკა სწორედ დიპლომატიის დაკნინებას, დიალოგის შესაძლებლობების შეზღუდვას და ძალის ენით საუბარს ლამობს.

დღეს, დიპლომატების სიმტკიცეს, ერთგულებას და პროფესიონალიზმს განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ღირებულებების და ღირსების დაცვის საქმეში. დეზინფორმაციის ნაკადების საპირწონედ, მსოფლიოს ყველა კუთხეში მკაფიოდ, ღირსეულად და პასუხისმგებლობით უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა — ხმა მშვიდობისა და ჩვენი მომავლის ღრმა რწმენის! საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ჩვენი სამშობლოს ყველა ტკივილი და წარმატება საკუთარ თავზე გამოცადა და განიცადა. იყო დიპლომატი, ნიშნავს გაბედულად შეხედო ყველა გამოწვევას, ყველაზე კარგად შეიგრძნო შენი სამშობლო, დაიცვა და წარმოაჩინო ის, მიუხედავად ბევრი სირთულისა და ბევრი წინააღმდეგობისა. ეს არასდროს ყოფილა მარტივი საქმე ქართველი დიპლომატებისთვის. თუმცა, ღირსეული ადამიანების ერთგულმა შრომამ და მიზანდასახულობამ, ჩვენს ქვეყანას არაერთხელ შეაძლებინა შეუძლებელი.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველ დიპლომატს, რომელსაც მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, შრომით, ერთგულებით და სიმტკიცით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების საქმეში. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ სიამაყითა და შემართებით დავიცვათ ჩვენი სამშობლოს სუვერენული ინტერესები! დიდი მადლობა ამ პატარა ოჯახს სიმტკიცისთვის და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის! კიდევ ერთხელ მადლობას მოაგხსნებთ თქვენ, დღეს აქ მობრძანებისთის და დღევანდელი დღის ჩვენთან ერთად აღნიშვნისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762955420

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, „ნაცოინალური მოძრაობის“ სახით ვისთან და რასთან აქვთ საქმე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1762954103

საზოგადოება

პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტ...

პროკურატურა

1762953442

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია ჰერჩინსკის განცხადებაზე: გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ დამკვეთებმა

გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, X-ზე ეხმიანება. მისი...

გიორგი გამსახურდია

1762953333

მსოფლიო

ერდოღანის განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 ტიპის თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შავი ყუთი მაშველებმა იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1762953027

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7064  ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი