მახაშვილი: საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები

საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს და რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას შენარჩუნებოდა ნორმალური მომავალი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მართვის პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი იმ გავლენას ახდენდა ინსტიტუტებზე, რაც არის შესაბამისი მისი თანამდებობისთვის კონსტიტუციურ-დემოკრატიულ წესწყობილებაში. ამიტომ, ამ თემაზე ზედმეტი მანიპულაციები აბსურდული და უადგილოა“, - აღნიშნა მან.

ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში და კონსტიტუციური წესრიგით იმართება - პრემიერ მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780999173

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: წელს I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე მეტყველებს ც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯან...

ვახტანგ ცინცაძე

1780998100

ახალი ამბები

რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი...

რიმა ბერაძე

1780997774

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს რეგიონულ პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. „სამხრეთ...

აა

1780997200

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს და დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარა...

ირაკლი კობახიძე

1780997161

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - მისი მონაწილეობითა და გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის შეტევა, რომელიც მი...

კახა კალაძე