მარიამ ქვრივიშვილი: მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას, საქართველო გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული ჰაბი

მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი უმნიშვნელოვანესია მასში ჩართული თითოეული ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების კუთხით. პროექტის განხორციელებით გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მწვანე ენერგეტიკული დერეფნის იდეა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საქართველომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აღნიშნულ პროექტს ექნება უდიდესი როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების და განვითარების კუთხით. მისი თქმით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გადამცემი ხაზით საქართველო და ევროპა ერთმანეთს დაუკავშირდება. „ამით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ ევროპის ბაზარზე. ეს, თავის მხრივ, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს გაზრდის,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია. „ჩვენი ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ დარგი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, გვქონდეს მეტი შიდა გენერაცია, რათა უზრუნველვყოთ ენერგოდამოუკიდებლობა და გავზარდოთ ენერგოუსაფრთხოება. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველოს ტრაზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია, საქართველო კი გახდება ევროპისა და აზიის დაკამავშირებელი ენერგეტიკული ჰაბი,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მე-11 მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე აზერბაიჯანის, რუმინეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ელექტროსისტემის, სემეკის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763130518

ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 202...

სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასი

1763130130

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი გიორგი გახარიას „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიატობაზე: შეიძლება ამას მარტივად დავარქვათ აგენტის დაფინანსების ფორმის მოძიება

გიორგი გახარია როგორი „წარჩინებული მკვლევარიც“ არის, კარგად გამოჩნდა გუნდიდან მისი გაქცევის და გუნდის ღალატის მომენტში, კარგად გამოჩნდა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც მძიმე ბრალი აქვს წაყენებულ...

დავით მათიკაშვილი

1763128641

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეე...

პროკურატურა

1763128304

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის წაკითხულ წერილზე: ცალ ფეხზე მდგომის ინსტრუქციები - ასე დავარქვი ამ მოცემულობას. ამ ადამიანებს განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ და არ ენდობიან

აი, რა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში გაგდებს აგენტობა ადამიანს. მას შეიძლება გააჩნდეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პასპორტი მაგრამ თავიდან ბოლომდე იმართებოდეს დავალებებით ქვეყნის ფარგლ...

დავით მათიკაშვილი

1763127982

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთდაკავშირებასა და მდგრადობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო სანდო და პროაქტიული პარტნიორია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში და მტკიცედ უჭერს მხარს...

მარიამ ქვრივიშვილ