მეუფე იაკობი: რას გვერჩის დღევანდელი ევროპა, მათი ხელისუფლებები, რა უნდათ? ოჯახური ღირებულებების კანონი უკან გაიწვიეთო - რატომ მიშლი, ოჯახური ღირებულებები მე როგორც მინდა, ისე დავიცვა?
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობი გამოეხმაურა ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.
„ვხედავთ, რომ ბოლო ათწლეულებში წამოვიდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლებები და მრავალ ქვეყანაში ფეხი გაიდგა. ჩვენთანაც რომ შეხედოთ - რას გვერჩის დღევანდელი ტერიტორიული ევროპა, მათი ხელისუფლებები, რა უნდათ? თურმე, 31 აგვისტომდე რვა [რეკომენდაცია] უნდა შევასრულოთ. ხელისუფლების ბრალი იქნება, თუ უვიზოდ ვეღარ ვიფრენთ უცხოეთშიო. ფრენისგან ცოტა ძირს დაეშვი და შეხედე, რას სთხოვენ: ოჯახური ღირებულებების კანონი უკან გაიწვიეთო. რატომ მიშლი, ტრადიციები მქონდეს და ოჯახური ღირებულებები მე როგორც მინდა, ისე დავიცვა? რით განსხვავდება ევროპა რუსეთისაგან? იმან 20% წამართვა და შენ ხომ ახლა არჩევანს მართმევ? საქართველოში ვერ მიაღწევთ ამას. ეს არ არის მთავრობის გადასაწყვეტი, ხალხმა გადავწყვიტეთ. თქვენ ხომ ხალხით გველაპარაკებით, ხალხმა გადავწყვიტეთ და ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, იმიტომ, რომ ქრისტეა ჩვენი არჩევანი. არაფრის დამთმობები არ ვართ, კარგად იცოდნენ უცხო ქვეყნებმაც“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...
1788636454
მსოფლიოვლადიმერ პუტინი კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა
„ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა“, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშე...
1788634125
ახალი ამბებიწყალბურთში „აპოლომ“ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი სერბი თავდამსხმელი დაიმატა
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „აპოლო“ ჩამპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა – „აპოლოში“ სერბი წყალბურთელი, ოლიმპიური და ევროპის ჩე...
1788632987
ახალი ამბებიზუგდიდის მერიის მხარდაჭერით 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები ურეკში დაისვენებენ
ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები , რომლებიც პედიატრების ჩვენებით, სა...






























