მიხეილ სარჯველაძე გაზრდილ ბიუჯეტზე: მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, 10 წლის წინ. ეს გაგრძელდება საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით

მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო ბიუჯეტი ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით და საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება, რომ მომდევნო წელსაც გვქონდეს კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობები. ეს ყველაფერია უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკეთეს მდგომარეობას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, გამოწვევები ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს, თუმცა, გაზრდილი შესაძლებლობებით ყველა მათგანი დაძლევადია.

„არსებობს ძალიან ბევრი საქმე, რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში. თითოეული ამ მიმართულებით, რომელსაც მოიცავს ჯანდაცვა, რომელსაც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფა მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, წლიდან - წლამდე ჰქონდეს გაუმჯობესებული პარამეტრები და ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილია.

აქ არის სხვადასხვა პრიორიტეტი. თავის დროზე საკანონმდებლო ჩანაწერიც კი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სოციალური უზრუნველყოფის ზრდის ტემპი. ყველა მაჩვენებლის და ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალისწინებით, პენსიის ზრდა ხორციელდება, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება რიცხვები, რომელიც გვაქვს.

შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო მაგალითად 10 წლის წინ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებამდე, მარტო ფინანსური მაჩვენებლებით და იმის მიხედვით რომ არ ვისაუბროთ, რამდენად დიდი ტვირთი იყო ეს თითოეული მოქალაქის ჯიბისთვის, ამაზე მეტყველებს მაგალითად საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევები, იგივე ჯანმოს კვლევები, რომლითაც არაჩვეულებრივი დინამიკაა ნაჩვენები წლების განმავლობაში. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო წლების განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა საქართველოში.

ეს გაგრძელდება რა თქმა უნდა საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით. გვაქვს უამრავი პრიორიტეტი - დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, დამთავრებული მედიკამენტის ხარისხის კონტროლით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში დღეს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ფინანსთა მინიტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762955420

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, „ნაცოინალური მოძრაობის“ სახით ვისთან და რასთან აქვთ საქმე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1762954103

საზოგადოება

პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტ...

პროკურატურა

1762953442

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია ჰერჩინსკის განცხადებაზე: გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ დამკვეთებმა

გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, X-ზე ეხმიანება. მისი...

გიორგი გამსახურდია

1762953333

მსოფლიო

ერდოღანის განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 ტიპის თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შავი ყუთი მაშველებმა იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1762953027

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7064  ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი