მიხეილ სარჯველაძე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე: კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას - ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის და შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს

პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური კვლევა ან მაღალტექნოლოგიური ოპერაცია, ეს არის ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის, რომელიც ელემენტარული საჭიროების გადაწყვეტისთვის არის აუცილებელი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ყველზე სწრაფად საჭირო რჩევის მიწოდებას თითოეული მოქალაქისთვის.

„პირველადი ჯანდაცვა გვასწავლის, რა შემთხვევაში რომელ ექიმს უნდა მივმართოთ, რა შემთხვევაში არის აუცილებლობა ჰოსპიტალში წასვლისა, როგორ დავიცვათ თავი ცალკეული დაავადებებისგან, ყველაფერი ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა. კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას, რომელიც იგეგმება მომდევნო წლის დასაწყისში და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის და შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს. ეს ასევე გულისხმობს ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების ზრდას.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით 120 მილიონი ლარის დახარჯვა, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. თუ ეს ყველაფერი წარმატებით შესრულდება, ეს ნიშნავს უამრავ დაზოგილ თანხას მოქალაქისთვის, სახელმწიფოსთვისაც და რაც მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს კეთილდღეობას პაციენტისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762955420

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, „ნაცოინალური მოძრაობის“ სახით ვისთან და რასთან აქვთ საქმე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1762954103

საზოგადოება

პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტ...

პროკურატურა

1762953442

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია ჰერჩინსკის განცხადებაზე: გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ დამკვეთებმა

გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, X-ზე ეხმიანება. მისი...

გიორგი გამსახურდია

1762953333

მსოფლიო

ერდოღანის განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 ტიპის თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შავი ყუთი მაშველებმა იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1762953027

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7064  ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი