მიხეილ სარჯველაძე: ყველა მომსახურება, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ უზრუნველყოფილია

„ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ, უზრუნველყოფილია“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ ცენტრის ბრიგადები სტიქიის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც აუცილებელია სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად, როგორიცაა მაგალითად - მოქალაქეების მხარდაჭერა, დახმარება, სასიცოცხლო სერვისებით უზრუნველყოფა, ყველა ეს შესაძლებლობა გაჩენილია.

მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერი კეთდება. შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც კომუნიკაციებში გვეხმარებიან. იქ, სადაც შეიძლება ხანგრძლივი დრო დასჭირდეს გზის გაწმენდას, ასეთი მობილური ჯგუფებით ხდება კომუნიკაცია. ვიდრე ადგილზე გამოცხადდებიან ის ბრიგადები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას განახორციელებენ. ეს ადამიანები სატელეფონო კავშირის მეშვეობითაც ხაზზე იმყოფებიან და მოქალაქეებს საჭირო რჩევების მეშვეობით, ყველა საჭირო სერვისს აწვდიან.

სასწრაფო დახმარების მხრივ ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია დაწესებულებამ და უნდა შევაქოთ ექიმები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740679054

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...

ზოგადი

1740678391

მსოფლიო

„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს

 უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...

აქციები

1740676288

ახალი ამბები

„ყინვა და ზვავსაშიშროება“ - 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ცენტრის ცნობით, 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობე...

113

1740673725

სპორტი

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

 თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალუ...

ალექსანდრა კუვაევა

1740672732

საქართველო

EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ბოლო განა...

EBRD