მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში

„დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია.

„ეს დღე განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის - სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. 2020 წლიდან, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ დიპლომატის დღესთან დაკავშირებით, დამსახურებულ დიპლომატებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, სწორედ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცემათ, რაც ნამდვილად მისასალმებელია. სიმბოლურია ისიც, რომ დღევანდელი ღონისძიება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება და წელს, პირველად, ქართველ დიპლომატებს აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცემათ. დღეს, როდესაც გლობალურად, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში თქვენი, დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია. დიპლომატთა ძლიერი კორპუსი, რომელიც იცავს სახელმწიფოს ინტერესს - ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გარანტია“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დიპლომატების საქმიანობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური, თუ კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების თვალსაზრისითაც.

„სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც იცავს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე, ყველას უმტკიცებს რომ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მატარებელი, ღირსეული ერი ვართ. დღევანდელი, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიონალიზმი და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულება. დიდია თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. ასევე, თქვენი საქმიანობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური, თუ კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების თვალსაზრისითაც“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი პატივია ემსახურო შენს ხალხს, სახელმწიფოს და დაიცვა ქვეყნის საუკეთესო ინტერესები.

„ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს სწორედ თქვენნაირი პროფესიონალები წარმოადგენენ! დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში. ეს მისია სწორედ თქვენ გაკისრიათ და მწამს, რომ პროფესიული სტანდარტების ერთგულებით, პირნათლად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას! დასასრულ, მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მოგილოცოთ, სულხან-საბა ორბელიანისა და აკაკი ჩხენკელის უწყებრივი ჯილდოების ლაურეატებს. ყველა დიპლომატს კი კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762944240

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ნატოსთან საქართველოს ახლად დანიშნულ წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა. მთავრობის მეთ...

პრემიერ-მინისტრი

1762941842

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება...

პროკურატურა

1762941793

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: აჭარაში 300-წლიანმა ოსმალურმა ასიმილაციამ ვერაფერი დააკლო ჩვენს ქართველობას - ინვესტიცია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აძლიერებს, ვერ იქნება საფრთხე!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ქვეყანას აღნიშნული ინვესტიცია...

 ცოტნე ანანიძე

1762939419

ახალი ამბები

გეკა გელაძე: თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტე...

გეკა გელაძე

1762938938

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: კაბინეტებში დადიან და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან, რომ ჩვენს მოახლოებას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს

„კაბინეტებში დადიან და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენს მოსახლეობას შეუჩერდეს, რადგან ეს გამოიწვევს ისეთ მღელვარებას, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება“,...

ლევან მაჭავარიანი