მნიშვნელოვანია, სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს განათლების მიღების საშუალება მიეცეს - ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან „ომიკრონთან“ დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მხარეებმა COVID 19-ს ახალი შტამი - ომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა განიხილეს. 

„კორონავირუსის ახალი ქვეტიპისგან საქართველო ჯერჯერობით თავისუფალია, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ისევ მძიმე რჩება. საგანგაშო ნიშნულს აღწევს ლეტალობის მაჩვენებელი, ბოლო 24 საათში COVID-19-ს 80 ადამიანი ემსხვერპლა, 5050 დაინფიცირდა, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 13 603-ს აღწევს“, - ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, კორონავირუსის სუსტ მიმდინარეობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროს 2 კვირაში ექნება.

ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია სასკოლო დაწესებულებები არ დაიხუროს, რათა ბავშვებს განათლების საშუალება მიეცეს.

"2 კვირაში მათ ექნებათ გაცილებით მეტი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორია ვირუსის სუსტი მიმდინარეობა, თუმცა ის 5 ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია, კვლავ ძალაში რჩება. ეს არის ვაქცინაცია, ბუსტერის გამოყენება, პირბადე, სოციალური დისტანცია.

მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს განათლების მიღების საშუალება მიეცეს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ასევე საინტერესოა:

🔵 რატომ ვერ ჩაიტანა ქართული ღვინის სააგენტომ ბერლინის ფესტივალზე ღვინო?!

🔵 სახალხო დამცველი: შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც ვისაუბროთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები