ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

„საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 14,50384 გრ. ნარკოტიკულ საშუალებას კოკაინს (ფუძე). აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2024 წლის 7 დეკემბერს სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - წერია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784030103

ახალი ამბები

პრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური

უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...

ირაკლი კობახიძე

1784028158

ახალი ამბები

პრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა

„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...

ირაკლი კობახიძე

1784027265

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია

1784025534

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება

„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...

ლევან მაჭავარიანი

1784025434

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...

რატი იონათამიშვილი: