„ნეიტრალური საქართველო“: ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგია. ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად
მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასრულების და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ჩვენი ეროვნული ინტერესები, - წერია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა ახალი რეალობის გათვალისწინებით, ქვეყანამ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად იმუშაოს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ, აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას“, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რადგან აბსოლუტურად ახალ პოლიტიკურ რეალობას აყალიბებს.
სამწუხაროდ, საქართველოს, საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული უსაფრთხოების სტრატეგია არ გააჩნია, გვაქვს მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, გარედან თავსმოხვეული კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ვერ პასუხობს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვერც ახალ მსოფლიო რეალობას. აღნიშნული ჩანაწერი კიდევ უფრო აბსურდული გახადა გასულ კვირას გამოქვეყნებულმა აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ დოკუმენტმა, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ იცვლება „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ არსებული პრიორიტეტები და შესაბამისად, მნიშვნელოვნად იცვლება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. ამ დრომდე არსებული სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მა, როგორც NATO-ს მთავარმა კონტრიბუტორმა და ალიანსის რეალურმა მმართველმა, აწარმოა გაფართოების პოლიტიკა, რისი ნაწილიც იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს NATO-ში სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქართველო აღმოჩნდა ომში - დაგვეღუპა მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები, ათეულობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად, მოხდა ტერიტორიების ოკუპაცია. NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას უკავშირდება უკრაინის დამანგრეველი ომიც, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.
წარმოდგენილი სტრატეგიის მიხედვით, აშშ საგარეო პოლიტიკის მიზნებში პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის“ უზრუნველყოფას და აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს NATO-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ორგანიზაციის აღქმა, რაც აშშ-ს პრობლემად მიაჩნია, ევროპის უსაფრთხოებისა და მომავალი განვითარებისთვის.
აშშ-ის ახალი სტრატეგია არა მხოლოდ ზღუდავს NATO-ს გაფართოებას, არამედ ზოგადად ალიანსის ამ ფორმით არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, როდესაც საკონსტიტუციო ჩანაწერით, ქართულ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს ისეთ კავშირში გაწევრიანებისთვის, რომელიც ახალი წევრების მიღებას ოფიციალურად აღარ აპირებს და რომლის მომავალიც კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.
აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია ეფუძნება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის უპირობო აღიარებას, რომელშიც სხვა დიდ ძალებთან კონკურენციაში წარმატებისთვის, აშშ საკუთარი ინტერესების დაცვაზე ამახვილებს აქცენტს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში სამხრეთ კავკასია საერთოდ არ ფიგურირებს, დაპირისპირებაში ბუფერული ქვეყნების პროქსი-სახელმწიფოებად გამოყენების ალბათობა დიდია, ასევე აქტუალურია „რბილი ძალის“ როლიც, რომელზეც არც ახალი ადმინისტრაცია ამბობს უარს. განსხვავება ისაა, რომ პრიორიტეტები სხვა საშუალებებს აქვს მინიჭებული, ვიდრე ქვეყნებში ვოუქ-კულტურის კულტივირება ან იდეოლოგიების შეტანაა, როგორც წინა ათწლეულებში.
მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასრულების და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ჩვენი ეროვნული ინტერესები. სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ადეკვატურად უნდა იქნას გააზრებული აშშ-ის მიერ წარმოდგენილი ხედვა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის გლობალურ პოლიტიკას. უპირველესად, თვალი უნდა გავუსწოროთ ახალ რეალობას, ქვეყანა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად“, - წერია განცხადებაში.
1765226828
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ხაზი ეროვნული ინტერესი იყო და არა სხვისი ინტერესების მსახურება და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი სწორი იყო
აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიამ მთავარ რამეზე უნდა დააფიქროს ქართული საზოგადოება და დაარწმუნოს, კიდევ ერთხელ, რომ ყველაფერი გამართლდა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და აღმოჩნდა, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო სწო...
1765225034
ახალი ამბებიპაპუაშვილი: ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა - ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ და იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ახლა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხონჩით ჩავაბაროთ ჩვენი სუვერენიტეტი
„არ ვაპირებთ, ანგარიში ვაბაროთ რომელიღაც ქვეყნებს ჩვენს შიდა პოლიტიკაზე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი მართლმსაჯულებით, ამისთვის ვიბრძოლეთ და სისხლი დავღვარეთ. ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკი...
1765224270
ახალი ამბებივოლსკი: Eagle Hills-ის პროექტი უნდათ გამოიყენონ რაღაც მითიური ზღაპრული ნეგატიური სურათის შესაქმნელად, რომ თითქოს არაბიზაციაა საქართველოში მოსალოდნელი
„Eagle Hills-ის პროექტი უნდათ გამოიყენონ რაღაც მითიური ზღაპრული ნეგატიური სურათის შესაქმნელად, რომ თითქოს არაბიზაციაა საქართველოში მოსალოდნელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგი...
1765222520
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა. „ნებისმიერ ურთიერთობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეროვნული ინტერესების...
1765222105
ახალი ამბებიკირცხალია: ყველამ კარგად იცის, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მორყევა შეიძლება, როდესაც ის არის ეკონომიკურად მოწყვლადი, ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რომ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი
ამ ადამიანების მიზანი და სურვილი არის ერთი, მაქსიმალურად შეასრულონ ის დაკვეთა, რომელიც მოდის უცხოური სპეცსამსახურებიდან და ჩვენ ამას ბოლო დღეებია, ბოლო წლებია ძალიან კარგად ვხედავთ, - განაცხადა საპარლ...






























