ნინო წილოსანი: ვეღარ განასხვავებ ადამიანებს, ვინც თავს უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი პირდაპირ მოქალაქეებს და სახელმწიფოს ურტყამენ

მე პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არასწორი აგენტურული მოძრაობა გარედან იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუმცა, საზოგადოებამაც რომ კარგად გაიაზროს, რა ვნახეთ ჩვენ იმ დღეს, ვნახეთ, რომ ზუსტად 3 საათზე, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა Prime Time-ის მიერ მოპოვებული ინგლისურენოვანი ტექსტი, რომელზედაც ითქვა, რომ ბრიუსელიდან არის მითითება წამოსული და დაახლოებით 10 წუთში ვნახეთ, სიტყვა-სიტყვით როგორ წაიკითხეს ამ ტექსტის ქართული ვერსია. ამის შემდგომ, იმისგან განსხვავებით, რომ წერილი სიტყვა-სიტყვით წაიკითხეს, ამ შემთხვევაში ეტყობა, სათანადო მითითება არ ჰქონდათ მიღებული და ვნახეთ, რომ დაიკარგნენ ახსნა-განმარტებებში; ვნახეთ, რომ როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობდა, ვიღაც ლევან ლემონჯავას დაწერილია; ვნახეთ, რომ ვიღაცამ ძილში დაწერა ტექსტი; ვნახეთ და მოვისმინეთ, რომ პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას ამ ტექსტის დაწერაში. მოკლედ, იმდენად განსხვავებული და დაბნეული პასუხები იყო, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და გვარწმუნებს, რომ ის ინფორმაცია ამ ტექსტის უცხოეთიდან მიღების თაობაზე, სწორია“, – განაცხადა წილოსანმა.

მისი თქმით, ეს ფაქტიც რომ გვერდით გადავდოთ, რეალურად ძალიან კარგად ჩანს, როგორ სინქრონში მოქმედებს გარედან წამოსული დავალებები და განცხადებები აქაურ აგენტურაზე, იმ ადამიანებზე, ვინც ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს აკეთებენ.

„უკვე ვეღარ განასხვავებ ადამიანებს, ვინც თავს უწოდებს, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ. ალბათ, სამოქალაქოსი არაფერი არ უჩანთ ამ ადამიანებს, რადგან პირდაპირ, სწორედაც რომ მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს ურტყამენ; მეორე ნაწილი, ე.წ. ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, რადიკალიზმით გამორჩეული, რომელმაც ყველა ნიშან-თვისება დაკარგა ოპოზიციური პარტიების. ვგულისხმობ განსაკუთრებით იმათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ანუ, პირდაპირ დაადასტურა, რომ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობასთან არ აქვთ კავშირი და ასევე ისინი, ვინც თავისი საქმიანობით არათუ ხალხის ინტერესს, არამედ წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში ზოგადად, ვის ინტერესს ატარებენ, პოლიტიკური პარტია კი უნდა ემსახურებოდეს საკუთარი ამომრჩევლის და ხალხის ინტერესს. ამიტომ, ამ ჰარმონიას, გარედან წამოსულ დავალებებსა და აქ მათ მოქმედებას შორის, იმდენი ხანია ჩვენ ვუყურებთ და ვრწმუნდებით, რომ ალბათ, არავისთვის გასაკვირი არ იყო ამ წერილის წაკითხვის ამბავი. ამავდროულად, ფაქტია, მათი მოქმედებები უკვე იმდენად მილევად რეჟიმშია გადასული, რომ ყველაზე ელემენტარულ ფეხის ნაბიჯზეც კი ბორძიკებენ“, – განაცხადა წილოსანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს გერმანიის ელჩის პოზიციონირებას, რადგან აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, პეტერ ფიშერი გუშინ აქციაზე იმყოფებოდა და როგორც ჩანს, ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა, ფიქრობს, საკმაოდ რთული საკონსულტაციო პროცესი გაიარა, რადგან როგორც მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია, ისინი გარკვეულწილად, პასუხისმგებელი იყვნენ, რომ ელჩის მხრიდან ასეთი რადიკალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა აღარ მოხდებოდა.

ნინო წილოსანმა ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, თავად ევროკავშირის ელჩმა იცრუა არაერთხელ, როდესაც თქვა, რომ მოლაპარაკება ირაკლი კობახიძის განცხადების შედეგად შეჩერდა.

„ხალხი დააორგანიზეს, გამოიყვანეს და რაღაც ვნებათაღელვა გამოიწვიეს. გასული წლის 28 ნოემბერს ვგულისხმობ, სადაც ირაკლი კობახიძემ ვთქვა, რომ რადგან აღნიშნული საკითხი ჩვენ მიმართ შანტაჟის და სხვადასხვა მოთხოვნის, ზეწოლის იარაღად გამოიყენება, ჩვენ აღარ დავაყენებთ დღის წესრიგში საკითხს და არავის მივცემთ საშუალებას, ამით გარკვეული ზეწოლა მოახდინონ ჩვენზეო. როგორც ახლა თავად ასევე ევროკავშირის ელჩის ახლად მოწერილ წერილში აღმოჩნდა, თურმე, ეს გადაწყვეტილება თავად ევროპის საბჭოს ივნისში მიუღია, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე. თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა და ზუსტად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენთვის ცნობილი იყო, თუმცა არა საჯარო, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა“, – განაცხადა წილოსანმა.

ამასთან, წილოსანმა აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესოა თავად ელჩების პოზიციონირება.

„მე მესმის, რომ თავად ისინი კონკრეტულ ინსტიტუციებს, ქვეყნებს და ასე შემდეგ წარმოადგენენ, მაგრამ ალბათ, მათ პირადი რაღაც პატივისცემა და ვალდებულებაც უნდა ჩამოყალიბდებოდათ ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც ამდენი წელია, აქ იმყოფები და ასე ვთქვათ, კეთილგანწყობის, პატივისცემის და ქართველი ხალხის მხრიდან კარგი დამოკიდებულების გარდა არაფერი არ მიგიღია. წარმოუდგენელია, ასე უბრუნებდე ადამიანებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763136835

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი 2 დეკემბრიდან უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China-ს მიერ თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყებასთან...

თამარ იოსელიანი

1763135335

საზოგადოება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებ...

თბილისის მერია

1763135299

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას, საქართველო გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული ჰაბი

მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი უმნიშვნელოვანესია მასში ჩართული თითოეული ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების კუთხით. პროექტის განხორციელებით გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის...

მარიამ ქვრივიშვილი

1763134399

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პლასტიკის ნარჩენების შემცირების მიზნით შემუშავებული რეგულირების საკითხები პარლამენტში განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და ზურაბ ეზუგბაიამ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივ...

 პარლამენტში განიხილეს

1763132067

მსოფლიო

ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირს რუსული გაზის აკრძალვის გამო უჩივლებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის თანდათანობითი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამო უჩივლებს. მედიის ცნობით, ეს არ არის პირველ...

ორბანი