პაპუაშვილი ბრიტანეთის ელჩზე: სადაც თავად ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, აქ გაკვირვებას არ იწვევს „ბიბისის“ დეზინფორმაციის გავრცელება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ბრიტანეთის ელჩის განცხადება შეაფასა. პაპუაშვილის თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩი დეზინფორმაციას ავრცელებს.

„საგანგაშოა როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში და ორმაგადაა საგანგაშო, როდესაც ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრით და ამით სტუდენტების ტვინის გამორეცხვა ხდება. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით?! ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანია, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ბრიტანეთის ელჩი. ის პირდაპირ ავრცელებს ტყუილსა და დეზინფორმაციას.

სადაც თავად ელჩი არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, აქ გაკვირვებას არ იწვევს, როდესაც „ბიბისი“, საჯარო ტელევიზია დეზინფორმაციას ავრცელებს. ეს უფრო აღვივებს საზოგადოების კითხვებს, თუ ვინ დგას „ბიბისის“ სიუჟეტის უკან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის და ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნათქვამია, რომ გარეტუორდმა სხვა თემებთან ერთად, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განიხილა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიააღნიშნული, ელჩმა თქვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია , რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765268581

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - "სტ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1765266597

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ერთი ადამიანის უფლების რეალიზება იქ მთავრდება, როდესაც ის უკვე წინააღმდეგობაში მოდის სხვა პირის უფლების რეალიზებასთან. ამიტომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სწორედ ამ მიზნით შედის ცვლილებები კანონმდებლობაში

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხით მოხდეს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა...

დავით მათიკაშვილი

1765264474

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანეთზე: მთავრობა, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, არალეგიტიმურია

მთავრობა, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, არალეგიტიმურია, - წერს ილონ მაკსი X-ზე. ასე სოციალური ქსელის მფლობელი დიდ ბრიტანეთში მიგრანტების მიერ 15 წლის გოგოს გაუპატიურებას გამოეხმაურა. მასკმა გაა...

ილონ მასკი

1765263667

საზოგადოება

„ნეიტრალური საქართველო“: ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგია. ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად

მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასრულების და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფ...

ერთიანი ნეიტრალური საქართველო

1765262107

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ბოლო დღეებში ჩატარე...

საქართველოდან გააძევეს