პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა.
ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააცნო. მინისტრმა 2026 წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა.
მისი განცხადებით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი მომდევნო წლისთვის 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3,0%-ია.
საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მილიარდი ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26,8 მილიარდი ლარის ოდენობით და ბიუჯეტის დეფიციტი 2,5%-ს შეადგენს.
„2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი განისაზღვრება 30 მილიარდ 290.8 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს - 30 მილიარდ 475.9 მილიონ ლარს.
ფინანსთა მინისტრმა ცალკეული სამინისტროებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა.
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 9 მილიარდ 620.8 მილიონი ლარით. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2 მილიარდ 615.3 მილიონ ლარს, ხოლო კულტურის სამინისტროს დაფინანსება - 319.3 მილიონ ლარს. სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 295 მილიონ ლარზე მეტი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება კი განისაზღვრა 3 მილიარდ 96.9 მილიონი ლარით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 855.8 მილიონ ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 110.4 მილიონი ლარი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 142. 5 მილიონი ლარი. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 130 მილიონ ლარს, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 442,2 მილიონი ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 220 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 800 მილიონი ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1 მილიარდ 473 მილიონი ლარი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარეობს შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა და პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
პლენარულ სხდომაზე, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა ბიუჯეტის პროექტის შესახებ დასკვნები წარადგინეს.
1762957393
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე: კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას - ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის და შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს
პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური კვლევა ან მაღალტექნოლოგიური ოპერაცია, ეს არის ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის,...
1762956685
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე გაზრდილ ბიუჯეტზე: მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, 10 წლის წინ. ეს გაგრძელდება საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით
მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო ბიუჯეტი ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით და საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება, რომ მომდევნო წელსაც გვქონდეს კიდ...
1762955420
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, „ნაცოინალური მოძრაობის“ სახით ვისთან და რასთან აქვთ საქმე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გა...
1762954103
საზოგადოებაპროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტ...
1762953442
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია ჰერჩინსკის განცხადებაზე: გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ დამკვეთებმა
გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, X-ზე ეხმიანება. მისი...


























