„პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებით „ფორმულამ“, „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ კანონმდებლობა დაარღვიეს“ - კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის”, „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ მიერ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსება დაადგინა.
კომისიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, აღნიშნულ ტელევიზიებში გავიდა რეკლამა, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საუბრობს საკუთარ წიგნზე, თუმცა, ამავდროულად, ხაზს უსვამს თუ რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, იძლევა წინასაარჩევნო დაპირებებს და როგორც თავად აცხადებს, წიგნში ევროკავშირში გაერთიანების, პენსიების ზრდის, ასევე, წარმატებული ევროპული სახელმწიფოსა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის გეგმას მიმოიხილავს.
„მონიტორინგის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ ვიდეორგოლის შინაარსის, არსებული კონტექსტისა და სარეკლამო კამპანიის მიზნების გათვალისწინებით, რეკლამა ემსახურება არამხოლოდ წიგნის პოპულარიზაციას, არამედ პოლიტიკური ლიდერის არჩევის ხელშეწყობას. აქედან გამომდინარე, დადგინდა, რომ სახეზეა პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, მაუწყებლებს ეკრძალებათ გაავრცელონ ერთი კატეგორიის რეკლამა სხვა კატეგორიის რეკლამის სტატუსით. ამასთან, დაუშვებელია პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა თუ პროცედურის მიღმა განთავსება.
საგულისხმოა, რომ „მთავარი არხის“ შემთხვევაში, მაუწყებელმა დამოუკიდებლად, კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე და რეკლამის ეთერში გასვლიდან მალევე, აღმოფხვრა დარღვევა და შეწყვიტა რეკლამის განთავსება, რის გამოც, ComCom-მა მაუწყებელი მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ხოლო რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“, გამომდინარე იქიდან, რომ ტელევიზიების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1738959374
სპორტი9 თებერვალს UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგება
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი UFC-ში. კვირას, 9 თებერვალს შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგება. ილია თოფურიას უფროსი ძმის შეხვედრა ავსტრალიის ქალაქ სიდნ...
1738956617
ახალი ამბებიგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური...
1738955180
ახალი ამბებისაგარეჯოში მკვლელობა მოხდა - ნაპოვნია ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი
საგარეჯოში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, ნაპოვნია ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ,,ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამ...
1738952574
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა, მათი სახელია ორმაგი სტანდარტები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის მარტა კოსის მიერ საქართველოში არსებული სიტ...
1738949020
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა
რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...