პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე: კონკრეტული ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

„თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქრისტოფერ ლანდაუს განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული ადამიანები, ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და, ამ დროს, თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან, რაც არის ორმაგი სტანდარტები და ეს განცხადება აღნიშნულის კიდევ ერთხელ შეხსენებაა.

„მანამდე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა ეს განცხადება. რეალურად, თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი და, ამ კონტექსტში, ჩვენ უნდა გავიხსენოთ მოთხოვნები, რომლებსაც უყენებდნენ კონკრეტული ადამიანები, ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ისინი ითხოვდნენ საქართველოსგან სანქციების დაწესებას. ისინი ჩვენგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ლიეტუვა და ლატვია საქართველოზე 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდდნენ რუსეთში, ომის დაწყების შემდეგ, როდესაც არც ერთი ქვეყანა არ არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის ორმაგი სტანდარტები და ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ ორმაგ სტანდარტებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765279821

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიას მოჰკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებითაც სამწუხაროდ, ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია, ძალადობრივი აქციების დროს მათი წყლის ჭავლში გარევა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და...

ლევან მაჭავარიანი

1765276493

საზოგადოება

მდინარე არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო...

მდინარე არაგვის ხიდ

1765276403

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება

საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირვ...

ირაკლი კობახიძე

1765276330

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი

ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდ...

არჩილ გორდულაძე

1765275221

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს...

შალვა პაპუაშვილი