პრემიერი: ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია

"მოვისმინე ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებზე და სხვა აქტივობებზე, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის.

„როგორც მოვისმინეთ, შეიძლება პრესკონფერენციებიც გაიმართოს.

თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა მიაწვდის საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას, თუ ეს საჭირო იქნება.

ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველა ის ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, რომელიც ეხებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ, მე ამ დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ, ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით.

ვიმეორებ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍გაქვთ თუ არა Tessera sanitaria-ს აღების და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, თუ იტალიაში ტურისტულად შემოხვედით?!

📍ირაკლი ღარიბაშვილი: არ მაინტერესებს გაკოტრებული, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები - ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1653055500

ახალი ამბები

ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9036 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9262 ლარი იყო. შესაბამი...

ლარის კურსი

1653054834

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 24 მაისამდე - გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი და უნალ...

წვიმიანი

1653052824

საქართველო

ტრაგედია ბოლო ზარზე - ბორჯომში ავტოკატასტროფას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა

ტრაგედია ბოლო ზარზე  - ბორჯომში ავტოკატასტროფას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა. დაშავებულია სკოლის კიდევ სამი მოსწავლე. ირკვევა, რომ  მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი...

ჯჯჯჯ

1653051839

საქართველო

ქართულ ოცნებას” გეგმა აქვს – მან უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად - ზვიად ძიძიგური

ყველა სპორტის სახეობას თავისი წესები აქვს და მსაჯები ჰყავს, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ასეა არსებობენ მოთამაშეები და მათ თამაშის წესები უნდა დაიცვან, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურ...

ააა

1653051788

მსოფლიო

ყოფილი ბადანტე, ახლა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პორნოვარსკვლავია

რომი ინდის ისტორია: ის მხოლოდ 23 წლისაა და წარსულში „ბადანტედ“ (მოხუცის მომვლელი მუშაობდა, მაგრამ დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება. ინდიმ, პორნოს ოსკარი, როგორც საუკე...

პორნოვარსკვლავი