პრემიერი: განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში

ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მოგვიანებით გამოადგება პროფესიულ საქმიანობაში, სისტემა ვერ იქნება წარმატებული.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, წარვადგენთ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი. თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მას მოგვიანებით გამოადგება მის პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სისტემა ვერ იქნება წარმატებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას. ეს დოკუმენტი მომზადდა იგივე პრინციპით, როგორც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. ძალიან მოკლედ და ლაკონურად არის განსაზღვრული 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა და ამის საფუძველზე არის განსაზღვრული 8 პასუხი ამ გამოწვევებზე.მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კონცეფციის შემუშავებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონცეფცია წარმატებით აღსრულდება და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764658095

ახალი ამბები

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონ...

დაკავება

1764657681

ახალი ამბები

ბრალდებულები ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თაღლითური სქემა გამოავლინეს და ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი: 198...

საბერძნეთში ქალის სექსუალური შევიწროებისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს

1764657576

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1993 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს. ინფორმაცია...

მსოფლიო

1764657568

ახალი ამბები

გაბუნია: „ნაცი“ ჩახუნაშვილი, რომელსაც ექსპერტული ცოდნა არ გააჩნია, სოც-მედია გამოკითხვით აკეთებს დასკვნას, მის „სამეცნიერო" კვლევაზე დაყრდნობით კი BBC „ვრემია" აკეთებს სიუჟეტს და ხელისუფლებას აბრალებს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას

„„ნაცი“ პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოცმედია გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას და ვარაუდობს, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა...

გიორგი გაბუნია

1764655804

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: ბუდაპეშტში ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს

ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა. „მოგეხსენებათ, რომ უნ...

ირაკლი მეზურნიშვილი