პრემიერი: გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან, სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება მუდმივ რეჟიმში

განვიხილეთ გურიაში, მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობა, რა სამუშაოები შესრულდა, მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი არის გაწმენდილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიაში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორშაბათის მდგომარეობით ელექტროენერგია 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი 10 000-მდეა შემცირებული, თუმცა გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ამ მიმართულებით.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით აქტიურად მიმდინარეობს და შეუფერხებლად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

„კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასევე, ელექტროენერგიის აღდგენა. ორშაბათისთვის, დაახლოებით, 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ეს რაოდენობა შემცირებულია, დაახლოებით, 10 000-მდე. ინტენსიურად წარიმართება აღდგენის სამუშაოები, მთავარია, რომ გაგრძელდეს, ვინაიდან, 10 000-მდე აბონენტია, ვისაც დღემდე არ აქვს დღეს ელექტროენერგია და ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ შეკრებაზე.

სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, იქნება მოსახლეობა უზრუნველყოფილი სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობს, გამოძახებებზე რეაგირებენ შეფერხებების გარეშე. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, გაგრძელდეს ინტენსიური სამუშაოები“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740666859

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა...

შინაგან საქმეთა მინისტრი

1740666823

მსოფლიო

პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა. „თქვენ ხედავთ, რამდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო და გლობალური გარემო. ამ კონტე...

პუტინმა და ტრამპმ

1740665665

საზოგადოება

საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა

საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +5.3%-ით მეტია. აღსან...

კოვიდ 19

1740665110

ახალი ამბები

28 თებერვალს ვაკეში წყალი შეწყდება

ხვალ, 28 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდფაუერი“ ვაკის რაიონში, გიორგიშატბერაშვილის ქუჩის N46-ის მიმდებარედწყალმომარაგების სტაბილურობისთვისაუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯივიპის ინფორმაციით, ტექნიკურისა...

წყალი შეწყდება

1740664615

მსოფლიო

რამზან კადიროვის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას ტოვებს

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა აიშატ კადიროვამ, რომელიც ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი იყო, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა. „ეს სამუშაო...

რამზან კადიროვის ქალიშვილი