პრემიერი: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1% იქნება. ეს ტენდენციები ხელს უწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერმა.
1765271426
საზოგადოებაპაპუაშვილი ბრიტანეთის ელჩზე: სადაც თავად ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, აქ გაკვირვებას არ იწვევს „ბიბისის“ დეზინფორმაციის გავრცელება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ბრიტანეთის ელჩის განცხადება შეაფასა. პაპუაშვილის თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩი დეზინფორმაციას ავრცელებს. „საგანგაშოა როდესაც ელჩი პირადა...
1765271026
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სხვების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე
„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება არის სრულად შესაბამისობაში როგორც კონსტიტუციურ სტანდარტთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, შესაბამისად, რაიმე სამართლებრივი წუნი ამ პროექტს არ აქვს“,...
1765270989
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე გაიმეორა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ სტრატეგიაში, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაში ევროკავშირის შესახებ ჩანაწერებს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თბილისი უკვე რამდენიმე წელია ზუსტად იმავეს ეუბნება ბრიუსელს, თუმც...
1765270939
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება
„10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება“, - განაცხადა პარლამენტის...
1765270787
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ესტონელები და ლიეტუველები გვსაყვედურობდნენ, ქართველი გლეხი ღვინოს რატომ ყიდის რუსეთშიო - აღმოჩნდა, რომ ჩვენზე მეტი ღვინო გააქვთ რუსეთში
„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც პირდაპირ აჩვენა, რომ უკრაინისკენ მიმართულ თანხებზე გაცილებით მეტი ჰქონდა ინვესტირებული რუსეთის ეკონომიკაში ევროკავშირს. ეს ევროკავშირი ჩ...



























