პრემიერი: საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია
საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც ქვეყნის ინტერესების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და განმტკიცებას ემსახურება.
„დიპლომატის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა და სიმბოლურია, რომ ეს დღე გამოჩენილი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება, რომლის საქმიანობამაც ქართული დიპლომატიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. წლევანდელი ღონისძიება პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამორჩეული დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები სწორედ ამ მოღვაწეთა მაგალითის მიხედვით აგრძელებდეთ ღირსეულ სამსახურს, ემსახურებოდეთ საქართველოს ინტერესებს, დაიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და განამტკიცოთ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.
საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და განვითარება. ეს არის პასუხი ჩვენი სახელმწიფოს ყველა გამოწვევაზე. საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია.გასული 5 წელი და განსაკუთრებით გასული 3 წელიწადი იყო უამრავი გამოწვევით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ვითარებაში ქართველი დიპლომატების როლი იყო განსაკუთრებული. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრინციპულად და ამაყად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თითოეულ ელჩს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1762944534
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში
„დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში“, -...
1762944240
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ნატოსთან საქართველოს ახლად დანიშნულ წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა. მთავრობის მეთ...
1762941842
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება...
1762941793
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: აჭარაში 300-წლიანმა ოსმალურმა ასიმილაციამ ვერაფერი დააკლო ჩვენს ქართველობას - ინვესტიცია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აძლიერებს, ვერ იქნება საფრთხე!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ქვეყანას აღნიშნული ინვესტიცია...
1762939419
ახალი ამბებიგეკა გელაძე: თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტე...






























