პრეზიდენტი: უფრო მკაცრი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება და ინსტიტუტები იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აწვდიან უცხო ქვეყნებს
უფრო მკაცრი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება და ინსტიტუტები საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აწვდიან უცხო ქვეყნებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას თინა ხიდაშელის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც ის ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფო უნდა იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მსგავს ქმედებას გაეცეს პასუხი.
„რა თქმა უნდა ეს გამოძიების საგანია და ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. რამდენნი იყვნენ ამ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, როგორ ამუნათებდნენ საკუთარ ქვეყანას, თითქოს აქ რაღაც შავი ხვრელები იყო, რომ ჩვენი საშუალებით რაღაც მიეწოდებოდა ჩრდილოელ მეზობელს და ა.შ. შემდეგ ევროკავშირის, ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ჩამოსული იყვნენ, ეს ყველაფერი უარყვეს და პირიქით, შეაქეს საქართველოს სახელმწიფო, რომ ძალიან გამჭვირვალედ მუშაობდა ამ პროცესში.
ეს ადამიანები საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებენ სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ტელევიზიებით. აუცილებელია, რომ ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, რომ არ ჰქონდეთ უფლება, დეზინფორმაციით იმოქმედონ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო საზოგადოება მოარული ხმებით.
ეს ხომ ვიცით რატომ ხდება - ვერ დაამტკიცეს, რომ ჩვენ რაიმე სახით ვართ დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან, ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ დაამტკიცეს, რომ რაიმე სახით ჩვენ რაღაცა შავი ხვრელები გვაქვს და ასე შემდეგ. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი გათვითცნობიერებულია ამ ყველაფერში, მაგრამ სახელმწიფო თავის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და გასცეს პასუხი ყველა ამდაგვარ მოვლენას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1764685217
საზოგადოებამაია ბითაძე BBC-ი სტატიაზე: საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა
გუშინდელი დღიდან კიდევ ერთხელ მოწმე ვართ იმისა, თუ რამხელა მასშტაბის და რამხელა აბსურდული კამპანია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თა...
1764685172
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ბრიუსელსა და ბრიუგეში ჩატარებულ ჩხრეკებზე: აქ გასაკვირი არაფერია, ეს არ არის პირველი სკანდალი ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს კორუფცია ჩვეული მოვლენაა
აქ გასაკვირი არაფერია, ეს არ არის პირველი სკანდალი ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ქარ...
1764684361
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: სტატიის გამოქვეყნებისთანავე ნათელი იყო, რომ BBC-ს და კერძოდ ამ ჟურნალისტს ჰქონდა ანგაჟირებული მიდგომა - მათ არ გაითვალისწინეს არც ერთ კითხვაზე პასუხი, რომელიც მიიღეს ჩვენი მხრიდან
„სტატიის გამოქვეყნებისთანავე ნათელი იყო, რომ BBC-ს და კერძოდ ამ ჟურნალისტს ჰქონდა ანგაჟირებული მიდგომა“ , - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. იგი ა...
1764683425
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: განათლების რეფორმის კონცეფციას საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს
„განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისა...
1764683312
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე: „ლელომ“ მკაფიოდ უნდა განაცხადოს რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა საკუთარი რიგებიდან. იგივე მკაფიოდ უნდა განაცხადოს „ალდემ“
„ლელოს“ წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ და თქვან, ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა რჩება თუ არა „ლელოს“ წევრად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილ...



























