პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში ლიცენზირებული ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საწარმო დააფუძნეს, გახსნეს საბანკო ანგარიშები და უნაღდო საბარათე გადახდების განსახორციელებლად, ბანკისგან მოითხოვეს და სარგებლობაში მიიღეს პოს ტერმინალი.

„წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2024 წელს, საწარმოს პოს ტერმინალზე, ბრალდებულებმა მათ სარგებლობაში არსებული ქართული და უცხოური ბანკების ბარათებით, საქონლის შესყიდვის მრავალჯერადი, ფაქტობრივი გადახდები განახორციელეს და ბარათებიდან ჩამოჭრილი და კომპანიის ანგარიშზე ასახული თანხები, სრულად გადარიცხეს ერთ-ერთი ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულის პარალელურად, კომპანიის ანგარიშზე ნაშთის არარსებობის პირობებში, მათ გააუქმეს ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის ოპერაციები, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ 287 211 ლარს.

შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბანკისგან მოტყუებით დაუფლებული და ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები, დანაწევრებით გადატანილი იქნა ბრალდებულების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რომელთა ნაწილი მიმართული იქნა კრიპტოვალუტის შესაძენად, ხოლო ნაწილი განაღდდა და განაწილდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის.

საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირის ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს მოიცავს, რაც ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765283168

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სე...

მარიამ ქვრივიშვილ

1765282617

საზოგადოება

პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე: კონკრეტული ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

„თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - გან...

ირაკლი კობახიძე

1765281171

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამ...

ირაკლი კობახიძე

1765280876

საზოგადოება

პრემიერი: ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ რისკზე, მას გაჰყვნენ ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ შუა გზაზე მიატოვეს. მის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს

„მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ მიატოვეს შუა გზაზე“, - გ...

ირაკლი კობახიძე

1765280527

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 150 კაცის გამოსვლა არ არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების პროტესტი, ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე

ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს. კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბრის...

ირაკლი კობახიძე