პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, ქალაქ ყვარელში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან გელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას - ნიკა ზაუტაშვილს. აღნიშნულის შემდეგ დროის მოკლე პერიოდში გივი და ნიკა ზაუტაშვილებმა ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ლევან გელაძეზე.

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის ძმას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762955420

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, „ნაცოინალური მოძრაობის“ სახით ვისთან და რასთან აქვთ საქმე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1762953442

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია ჰერჩინსკის განცხადებაზე: გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ დამკვეთებმა

გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, X-ზე ეხმიანება. მისი...

გიორგი გამსახურდია

1762953333

მსოფლიო

ერდოღანის განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 ტიპის თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შავი ყუთი მაშველებმა იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1762953027

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7064  ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი

1762952286

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით - 4.1 მლრდ ლარამდე, კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე 1 050,0 მლნ ლარზე მეტი მიიმართება

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 4.1 მლრდ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც: ⭕ საჯარო სკოლების დაფინანსებაზ...

პარლამენტი