პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი: 20-21 ივნისს საქმეზე ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა და ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომაც არაფერი შეცვლილა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე დღესაც მიმდინარეობდა. პროცესში 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულები მონაწილეობდნენ.
პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა მიმდინარე საგამოძიებო პროცესზე განმარტება გააკეთა.
„საუბარია, შსს მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის, მართლწესრიგის დაცვასა და აღდგენაში უფლებამოსილების გადამეტებისა და იარაღის გამოყენებით ძალადობის გადამეტების ფაქტზე. აქ საუბარია პროპორციულობაზე - რამდენად პროპორციული იყო ეს ყოველივე. ბუნებრივია, ზუსტად ამ კუთხით მიმდინარეობდა სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც გამოძიება. საქმეზე ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა და ბუნებრივია, გადაწყვეტილების შემდგომაც არაფერი შეცვლილა - მუშაობა გრძელდება“, - აღნიშნა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.
პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
1752945124
მსოფლიოალიევი: თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, შესაძლოა, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს
„თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, მისი სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის შანსები ნულს მიუახლოვდება,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზ...
1752943772
მსოფლიოალიევი აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: 7 თვე გავიდა და რუსეთის ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი Embraer 190 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთს 7 თვის გასვლის შემდეგაც რეაგირება არ მოუხ...
1752941630
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე - დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა, სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ...
1752939877
ახალი ამბებიგიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში
დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფლებაა და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ე...
1752936586
მსოფლიოპრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა - მეხანძრეებმა 14 ახალშობილი გადაარჩინეს
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობიდან 30-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ჩვილების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Radio Prague International-ი ავრცელებს...