ქართველი ემიგრანტი ბავშვები საკვირაო სკოლაში მშობლიურ ენას შეისწავლიან

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა.

საკვირაო სკოლა, ქართველ ემიგრანტ ბავშვებს მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.

გარდა მშობლიური ენისა, ბავშვები  საქართველოს ისტორიას, კულტურასა  და ქრისტიანობის საფუძვლებს შეისწავლიან.

”ჩვენი მიზანია, ჩვენს ემიგრანტ ბავშვებს შევუქმნათ ისეთი მშობლიური და ოჯახური გარემო,სადაც ისინი ერთის მხრივ, დაეუფლებიან ცოდნას ქართულ ენაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ექნებათ მათთვის სასურველი სოციალური გარემო სადაც ისინი თავიანთ თანატოლებთან ერთად დროს გაატარებენ”- წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.

ქართული სამრევლოს წინამძღვრის ინიციატივით, კულტურული ღონისძიება თათარობა გაიმართა.

ემიგრანტმა ბავშვებმა ჩურჩხელები ამოავლეს.  პატარებთან ერთად ღონისძიებაში  მათი მშობლებიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიების დასასრულს ემიგრანტებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ედირნეკაპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საკვირაო სკოლა, 2021 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵“ორი წლის წინ ჩამოვედი იტალიაში, გზააბნეული ბავშვივით ვიყავი” - ემიგრანტის წერილი

🔵ემიგრანტის წერილი: „ვზივარ მოსაცდელ დარბაზში, ბევრი ბადანტედქცეული ჩვენებურია“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732350788

საზოგადოება

რომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები

ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...

აა

1732341504

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.  საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...

საზოგადოება

1732307021

ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი

1732305428

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ

 საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივესალმოთ ენი მამარდა...

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ

1732303264

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება

ამ შაბათ-კვირას ზოდიაქოს ხუთი ნიშნის ცხოვრებაში ნამდვილი ზღაპარი მოხდება:  ვერძი ამ შაბათ-კვირას ვარსკვლავებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადეს. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი სამუშაო ან შემოქმედებითი შეთა...

ააა