სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში...მელია კი დღეს თანამდებობებს ინაწილებს" - ლევან ხაბეიშვილი

"პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ნიკა მელია ამბობდა, რომ თუ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს თანამდებობებს ინაწილებს", – ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას ბრიფინგს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.

ხაბეიშვილის თქმით, ელოდებოდა, რომ ნიკა მელია ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრებდა.

"ჩვენს შორის განსხვავება სწორედ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს შორის არის. პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს.

ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილზე.

ეს არის ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა.

გულწრფელად გეუბნებით, როცა გავიგე, ნიკა მელია ცხრა საათზე ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იტყოდა რამეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამასობაში, შემოგვთავაზა რაღაც გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება", -  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე:

* ნიკა მელია: გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1674931537

საზოგადოება

"კირკიტაძე სააკაშვილს აგინებს - სააკაშვილია პარტნიორების ცილისწამების სულის ჩამდგმელი"

„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: "მერაბიშვილს ცილს სააკაშვილი სწამებს. ეს იცის ყველამ, ვინც ახლა მერაბიშვილის ცილისმწამებლებს აგინებს. კირკიტაძე სააკაშვილს აგინებს. სააკა...

ზოგადი

1674928800

საზოგადოება

ბათუმში ქალის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი

ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, 26 იანვარს, ბათუმის ერთ-ერთ კა...

მკვლელობა ბათუმში

1674926400

საზოგადოება

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

პირველი არხის თანამშრომელს, ჩვენს მეგობარს და კოლეგას, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა....

ჭელიძე

1674924600

საზოგადოება

ხაბეიშვილი: უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს

"მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ სასამართლოსთვის შეუძლებელი არ იყოს ტყვეობაში დატოვოს", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კ...

ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი

1674921900

საზოგადოება

"რძის ნაწარმის კონტეინერში რომ შეიმალა და მერე ხინკალი შეუკვეთა თემქაზე, ამასაც ვიღაცას აბრალებს" – აბსანძე სააკაშვილზე

ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში წერს: "ტიპს საერთოდ არაფერზე უნდა პასუხისმგებლობის აღება. რძის ნაწარმის კონტეინერში რომ შეიმალა, შავი ზღვა გადმოლახა და მერე ხინკალი შეუკვეთა თემქაზე, ამასაც...

საზოგადოება