"საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება" - რა ინფორმაციას აქვეყნებს კონსტანტინე გამსახურდია ძმის, ცოტნეს შესახებ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, საკუთარ ძმებზე სოციალურ ქსელში წერს:

"ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან.

"ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე", იყო მათი მოთხოვნა.

"აქციის" მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ.

წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას.

საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება.

მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური.

დაუმორჩილებლებს კი 15-დღიანი საკანი ემუქრებათ.

ამის შემდეგ მათ დატოვეს იქაურობა.

სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს.

ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები.

მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ.

ნუთუ მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

სხვა სიახლეები:

🔳 "ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთია" – კონსტანტინე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება

🔳 გიორგი გამსახურდია: ადამიანების წამება, საამაყო ყოფილა და საბანკო სექტორში მუშაობა კიდევ, სირცხვილი - ნაცNGO-ბი მომითაგეთ აუცილებლივ

🔳 დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1643392800

საინტერესო ამბები

კალიფორნიაში, ავიაკატასტროფის ადგილას კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს

26 იანვარს კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის შვილის გარდაცვალების დღეა, მათთვის პატივის მისაგებად კალიფორნიაში, ავიაკატასტროფის ადგილას ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს. კობი ბრაიანტის ფიგურას Lakers-ის ფორმა...

გარდაცვლილი სპორტსმენი

1643391600

საზოგადოება

"ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი. იყავით მშვიდად" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თენგიზ ცერცვაძე

"როგორ უმკლავდება ქვეყანა ომიკრონის გამოწვევას?",  - აღნიშნულ საკითხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა. "ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიები...

ცერცვაძე

1643389800

საზოგადოება

"არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარია" - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას ნიშნავს მისი ინიციატივა საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჰქონდა სურ...

პრეზიდენტი

1643388300

საინტერესო ამბები

Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში, ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება

Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში, ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა და ნიმუშად თავის მეუღლესთან, პრისცილასთან მიმოწერა გამოაქვ...

ფბ

1643386800

საზოგადოება

გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტს გმობს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტს განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, საბჭო რომ გმობს ძალადობის აღნიშნულ ფაქტს. "პოლიციელი უნდ...

ქალზე ძალადობა